საქართველოს ბანკის იდეათეკების შემდეგ განსაკუთრებული წიგნები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩანაწერებით უკვე extra.ge-ზე და სულაკაურის მაღაზიებშია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ჩაინიშნე საკითხავი - გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში — საქართველოს ბანკმა იდეათეკების პროექტის ფარგლებში ახალ კამპანია 10 დღის წინ დაიწყო. კამპანია წიგნების კითხვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი ლიტერატურული ნაწარმოები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, მათთვის საყვარელ წარმომადგენლებთან ერთად წაიკითხონ.
ზაფხულის არდადეგებზე ახალი თავშესაქცევი ისტორიებისა და თავგადასავლების აღმოსაჩენად, 10 წიგნი შეირჩა. თითოეულის სამყაროში მოგზაურობისას მკითხველს თანამეგზურობას დათო ტურაშვილი, დათო გორგილაძე, ანა კორძაია – სამადაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კოკო როინიშვილი გაუწევენ. თითოეულმა მათგანმა წიგნი შეარჩია საყვარელი ავტორების მათთვის გამორჩეული ფრაზების, წიგნის ნაწილების მიხედვით, რომლებმაც ისინი დააფიქრა, არსებული რწმენა-წარმოდგენები შეაცვლევინა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა… ახალი კამპანიის ფარგლებში მკითხველს შესაძლებლობა აქვს საზაფხულო საკითხავად შერჩეული წიგნები საყვარელი ინფლუენსერების მოსაზრებებითა თუ კომენტარებით წაიკითხონ და ახლებურად გაიაზრონ სხვადასხვა იდეები.
კამპანიისთვის სპეციალური დიზაინის მქონე სანიშნები მომზადდა და ათივე წიგნში განთავსდა. გამორჩეული დიზაინის მქონე სანიშნები ავტორებისთვის, რეჟისორებისა და მუსიკოსებისთვის საინტერესო მომენტების აღმნიშვნელადაც იქცა.
განსაკუთრებული წიგნები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩანაწერებით ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის 21 იდეათეკაში. ასევე, მათი შეძენა შესაძლებელია extra.ge- და და სულაკაურის გამომცემლობაში (როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ლოკაციაზე)
"ახალ თავგადასავლებში სამოგზაუროდ, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ბანკმა იდეათეკის ახალი კამპანია –„ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” სულ ახლახანს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები და სანიშნები შეიქმნა, რომელთა მეშვეობით კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ლიტერატურულ სამყაროში, მათთვის საყვარელ, ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ. საქართველოს ბანკის იდეათეკის თაროებზე აღნიშნული წიგნები სამუდამოდ დაიდებენ ბინას და შესაძლებლობას მისცემენ პატარა მკითხველებს, ჯადოსნური მოგზაურობის თანაზიარნი გახდნენ", — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს უკვე მეექვსე წელია ახორციელებს – ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს, განათლება რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 9 რეგიონის 22 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები