გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით — იაკობ დადვანის რჩევები
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სურთ, საშუალებას აძლევს, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვონ. ეს კი აშშ-ში მათი სწავლისა და ცხოვრების ხარჯების სრულად დაფინანსებას გულისხმობს.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, გამარჯვებული სტიპენდიატები დაასახელა. მათ შორისაა იაკობ დადვანი, რომელიც აშშ-ში გამგზავრებამდე კონკურსის შესახებ თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
შესაძლებლობა, ისწავლო აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში
"ფულბრაიტი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად კონკურენტული და პრესტიჟული პროგრამაა, აქედან გამომდინარე, გამარჯვებას არ ველოდი. შერჩევის პროცესიც საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვებამდე რამდენიმეთვიანმა შრომამ მიმიყვანა. მახსოვს, კვირების განმავლობაში ვფიქრობდი, როგორ უნდა გამეერთიანებინა ჩემი ისტორია personal statement-ში, რომელიც ერთ დოკუმენტად იტყოდა ვინ ვარ და რატომ უნდა შემარჩიონ მე. ვფიქრობ, ნებისმიერ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატმა ზუსტად იცოდეს, რატომ სურს ფულბრაიტის კონკურსში მონაწილეობა და კონკრეტულად როგორ დაეხმარება აღნიშნული პროგრამა პიროვნულ, კარიერულ თუ აკადემიურ ზრდაში", — ამბობს იაკობ დადვანი.
იაკობის სწავლას Texas A&M-ის ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე, ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალობით აგრძელებს. ეს პროგრამა კი იმიტომ შეარჩია, რომ თავის აკადემიურ და კარიერულ გამოცდილებასთან პირდაპირ კავშირშია.
"ფულბრაიტის პროგრამა დამეხმარება, ჩემი წვლილი შევიტანო თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებების განვითარებაში თანამედროვე და მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვით. ვფიქრობ, ცოდნის გადაცემა და გაზიარება, ისევე როგორც მუდმივი განახლება, ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მოტივაციაზე გარემო ფაქტორები ხშირად მოქმედებს, შესაბამისად, თვითდისციპლინა და მიზნისკენ თანმიმდევრული სვლა ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
დისციპლინა წარმატების მთავარი გასაღებია. ადამიანები შესაძლებლობებზე უარს ხშირად ამბობენ, როდესაც ისინი საკუთარ თავსა და ბედს არც კი სცდიან. მე კი სხვა ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად სცადონ და საკუთარი შესაძლებლობები მოსინჯონ", — ამბობს იაკობი.
შესაძლებლობა, გახდე საკუთარი თავის უკეთესი ვერსია
იაკობს ახალი შესაძლებლობებისა და თავგადასავლის შანსი ხელიდან არ გაუშვია, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი პირველივე ცდაზე გახდა. მალე ის აშშ-ში გაემგზავრება. როგორც თავად ამბობს, საქართველოს ბანკის სტიპენდია შესაძლებლობაა, რომელიც საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნაში დაეხმარება.
"საქართველოს ბანკის სტიპენდიატობა ძირეულად შეცვლის იმ გარემო პირობებს, რომლებშიც განვითარების შესაძლებლობა მეძლევა. სტიპენდია მომცემს შანსს, გავიფართოო თვალსაწიერი, გავიღრმაო ცოდნა და შევისწავლო თანამედროვე ტენდენციები იმ კომპლექსური სპექტრიდან, რომელსაც წამყვანი უნივერსიტეტები გვთავაზობენ. საქართველოს ბანკის სტიპენდიატობა ფულბრაიტის პროგრამაში არის შანსი, რომელიც ხსნის შესაძლებლობების ფანჯარას და გვეხმარება, საკუთარი თავის გაცილებით უკეთესი ვერსია გავხდეთ", — აღნიშნავს იაკობი.
ყველაფერი იწყება მცდელობით...
თუ აშშ-ში სწავლის გაგრძელება თქვენი მიზანი და ოცნებაა, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობას მომავალ წელსაც შეძლებთ.
"ყველაფერი იწყება მცდელობით, რომელიც ქმნის სამომავლო შესაძლებლობებს", — ამბობს იაკობი და მათ, ვისაც პროგრამაში მონაწილეობის მიღება სურთ, შემდეგ რჩევებს უზიარებს:
- "აუცილებელია, კონკურსის მონაწილეებმა სააპლიკაციო ფორმების შევსებას დაუთმონ დრო და დარწმუნდნენ, რომ მათი personal statement და study objective არის როგორც უნიკალური, ასევე ავთენტური;
- კონკურსანტებმა უნდა წარმოიდგინონ და შექმნან მათი ცხოვრების სრული წრე, რომლითაც personal statement-ში საკუთარ ისტორიას მოჰყვებიან და გამოკვეთენ პიროვნების უნიკალურ თვისებებს, სამომავლო ტრაექტორიასა და განათლების მიღების მიზანს;
- სტიპენდიის გამოყენების შესახებ კი study objective-ში უნდა ისაუბრონ;
- აპლიკაცია უნდა იყოს სრულ ჰარმონიაში და მიჰყვებოდეს წრეს, რომელზეც აღნიშნული აპლიკანტის ცხოვრება ტრიალებს.
- გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აპლიკანტებმა დრო დაუთმონ GRE-სა და Toefl-თვის მომზადებას, რაც ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.
- საბოლოოდ კი, კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ყველაფერი შესაძლებელია მცდელობისა და თვითდისციპლინის მეშვეობით".
თუ დაინტერესდით საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: CSR.BOG.GE
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები