საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღე ბოტანიკურ ბაღში
ფოტო: ილიაუნი
12 ივლისს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SPG-23-1618) ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს.
ღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფები გამართავენ საინტერესო ღონისძიებებს და ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, რომლებიც წარმოაჩენენ საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვან, საინტერესო პროექტებს, მიღწევებსა და თანამედროვე ტექნოლოგით შექმნილ პროექტებსა და პროცესებს, რომელთაც სამეცნიერო სამუშაოების დროს იყენებენ.
სტუმრებს დახვდებათ:
- ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის კარავი — ჰერბარიუმის გამოფენა;
- კოსმოსური კვლევების ცენტრის კარავი — პლანეტარიუმი და ტელესკოპით მზეზე დაკვირვება;
- გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის კარავი;
- ეკოლოგიის ინსტიტუტი;
- ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის კარავი;
- ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის კარავი;
- დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის კარავი;
- Salis ლაბორატორიის და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების კარავი;
- ზოოლოგიის ინსტიტუტის კარავი და სხვ.
ღონისძიების დროს ასევე გაიმართება ბოტანიკურ პერსონაჟთა ილუსტრაციის ვორკშოპი. მისი მონაწილენი შეძლებენ პერსონაჟის გამოგონებასა და ილუსტრირებას ბოტანიკური ფორმების გამოყენებით, ისწავლიან მაგალითების მოძიებას, ფორმების განცალკევებას, მოხაზვას, გამარტივებასა და შეერთებას, გაეცნობიან პერსონაჟის ილუსტრირების ძირითად პრინციპებს, როგორებიცაა: სილუეტი, ფერი და აქცენტები. ვორკშოპი არარსებული ბოტანიკური პერსონაჟის შექმნისა და გაცოცხლების საშუალებას მისცემს მონაწილეებს.
ასაკობრივი ზღვარი: 15+
ცოდნის დონე: ნებისმიერი
ხანგრძლივობა: 2 საათი, 10 წუთი შესვენება
მონაწილე უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო მასალებით — თაბახის ფურცლებით, უბრალო ფანქრით, შავ მელნიანი კალმით, პერგამენტის ქაღალდებით, გასაფერადებელი მასალებით (მარკერით, ფერადი ფანქრებით).
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია თან იქონიონ საკუთარი გრაფიკული პლანშეტი ან ლეპტოპი სახატავი აპლიკაციებით (Procreate App, Photoshop, Sketch).
ვორკშოპზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
გაითვალისწინეთ, რომ შეზღუდული ადგილების გამო ვორკშოპში მონაწილეობას შეძლებს პირველი 20 რეგისტრირებული პირი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 10 ივლისი, 18:00 საათი.
დრო: 12 ივლისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცე
დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ესტუმრონ საქართველოს ეროვნულ ჰერბარიუმს.
ჰერბარიუმის, როგორც ეროვნული საგანძურის, მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგით:
მცენარეებისა და სოკოების საჰერბარიუმო კოლექციები, რომელთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 1 000 000-ს, უმნიშვნელოვანესი საფუძველია საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა სამყაროს (ჰაბიტატებისა და ცალკეული სახეობების გავრცელების არეალის ჩათვლით) ყველა მიმდინარე და მომავალი კვლევისა და მცენარეული რესურსების გამოყენების შემსწავლელი პროექტებისათვის.
საქართველოს მცენარეთა რესურსების უნიკალური ისტორიული დოკუმენტაციაა, შექმნილი კავკასიისა და საქართველოს ფლორის აღიარებულ მკვლევართა მიერ.
ტურზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ივლისი, 18:00 საათი
დრო: 12 ივლისი, 16:00 და 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი
ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1933 წელს, დღემდე წამყვან როლს ასრულებს საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის კვლევასა და ინვენტარიზაციაში.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები