2020 წლის ტრენდი დაბრუნდა? — უდაბნოში მისტიკური ობელისკი აღმოაჩინეს
სულ ცოტა ხნის წინ უელსში საინტერესო ობელისკი აღმოაჩინეს. და, აი, ახლა ნევადას ჯერი მოვიდა, რომლის უდაბნოშიც საინტერესო ამრეკლავი ობელისკს მიაგნეს.
როგორც Reno Gazette-Journal იუწყება, ამჯერად ახალი სარკისებური სტრუქტურა ლას-ვეგასიდან დაახლოებით 32 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს.
პირველად ასეთი ობელისკი 2020 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს. მაშინ იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის (DPS) წევრები თავიანთ რუტინულ საქმეს ასრულებდნენ ველური ბუნების ხელშეწყობისთვის, როცა მათმა ექსპედიციამ, შემთხვევით, სრულიად შეიცვალა მიმართულება. ეკიპაჟის წევრებმა იუტას ველურ ტერიტორიებზე, ერთი შეხედვით, არამიწიერი მისტიკური მეტალის ობელისკი აღმოაჩინეს.
როდესაც ეკიპაჟი იმ ადგილას მიბრუნდა, მათ დაინახეს წითელ ქვებს შორის აღმართული მბზინვარე ვერცხლისფერი ობელისკი, რომელიც თითქოს მიწიდან ამოზრდილიყო. მათი შეფასებით, იგი დაახლოებით 3-3.5 მეტრი სიმაღლის იყო.
დროსთან ერთად, შემდეგი ობელისკებიც აღმოაჩინეს. მეორე საიდუმლოებით მოცული ობელისკი ამჯერად უკვე რუმინეთში გამოჩნდა. შემდეგ იყო კალიფორნია, პენსილვანია, ნიდერლანდები და ინგლისის სამხრეთ სანაპირო. ყველა ამ ადგილას იდუმალი ობელისკი აღმოაჩინეს.
ლას-ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამრეკლავი ობელისკი სამაშველო ჯგუფმა დააფიქსირა. ოფიციალურმა პირებმა ამჯერადაც არ იციან, თუ როგორ გაჩნდა მონოლითი უდაბნოში.
ნიმუშის ამოცნობა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2020 წლიდან მოყოლებული, ათობით მსგავსი ობელისკი აღმოაჩინეს. დღემდე არავინ იცის, ვის ეკუთვნოდა ეს ნივთები. მეორე საკითხია, იყოს ეს პერფორმანსი, თუ რაიმე სხვა. არც ის ვიცით, ამ მონოლითებს ადგილზე ერთმანეთთან შეთანხმებული ჯგუფები ათავსებდნენ, თუ არა.
პირველი ობელისკის აღმოჩენის შემდეგ, მკვლევრებმა სტენლი კუბრიკის საკულტო ფილმი "2001 წლის კოსმოსური ოდისეა" გაიხსენეს.
"დაგვეუფლა შეგრძნება, რომ ეს ობელისკი პირდაპირ ფილმიდან გაჩნდა", — თქვეს მაშინ მკვლევრებმა.
იყო ვერსიებიც, რომ ამ ყველაფრის უკან შეიძლება უცხოპლანეტელები ყოფილიყვნენ. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.
და, აი, ახლა 4 წლიანი შესვენების შემდეგ, ობელისკი კვლავ გამოჩნდა. ვნახოთ რა იქნება შემდეგი და გავიგებთ თუ არა ამჯერად მაინც, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.
კომენტარები