ნახეთ: აცეკვებულმა პრინცმა ლუიმ ისევ მთელი ცერემონია გადაფარა (ვიდეო)
ფოტო: BBC / Getty Images
პრინცი ლუი ხომ გახსოვთ? ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პატარა წევრი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დიდი ბებიის, დედოფალი ელიზაბეთის, იუბილეზე თავისი სიცელქით ყველას ყურადღება მიიქცია და მსოფლიო მედიის მთავარ გვერდებზეც აღმოჩნდა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, უელსის პრინცი ლუი უკვე 6 წლის გახლავთ, მაგრამ მაინც ვერაფრით ისვენებს!
15 ივნისს გაერთიანებულ სამეფოში მეფე ჩარლზის ოფიციალური იუბილე აღინიშნა. რასაკვირველია, ცერემონიაზე პრინცი უილიამი და პრინცესა ქეთრინიც გამოჩნდნენ შვილებთან ერთად. მათგან ყველაზე უმცროსმა ლუიმ კი სულ მალე გადაფარა ზეიმი თავისი ცეკვით. ვიდეოში, რომელმაც ინტერნეტი ვირუსულად მოიცვა, ჩანს, როგორ ენერგიულად ცეკვავს პატარა პრინცი მუსიკაზე; ამის შემხედვარე, დედამისი, პრინცესა ქეთრინი, იცინის, ლუის უფროსი და, პრინცესა შარლოტი კი, ძმას აშკარად ტუქსავს და მოუწოდებს, გაჩერდეს.
მკაცრი დის მითითებების მიუხედავად, ლუის მშვიდად გაჩერება მაინც გაუჭირდა: ჯერ დედასთან საუბრისას დაიწყო ფარდის ზონრით თამაში, მერე კი, როცა ცერემონია მისთვის ალბათ მეტისმეტად მოსაწყენი გახდა, ვერაფრით მოერია მთქნარებას!
ფოტო: BBC
სხვათა შორის, პრინცი ჩარლზის ოფიციალურ იუბილეზე პრინცესა ქეთრინი (ქეით მიდლტონი) პირველად გამოჩნდა საჯაროდ მას შემდეგ, რაც მარტში განაცხადა, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
რაც შეეხება ლუის, 2018 წელს დაბადებული პრინცი უკვე ხალხის დიდი სიყვარულით სარგებლობს როგორც ბრიტანეთში, ასევე — მსოფლიოში. მისი საჯაროდ გამოჩენა ყოველთვის მხიარულებას იწვევს და, რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, პატარა ლუის ეს ძალიანაც მოსწონს.
"ერთი ონავარი მაიმუნია — ტიპური ნაბოლარა", — განუცხადა ჟურნალ PEOPLE-ს სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა პირმა.
ლუის ონავრობის ამბავი კი, ცხადია, ყველაზე უკეთ მის მშობლებს მოეხსენებათ.
"მშვენიერი დრო გავატარეთ, განსაკუთრებით — ლუიმ", — აღნიშნეს პრინცმა უილიამმა და პრინცესა ქეთრინმა დედოფალი ელიზაბეთის იუბილეს შემდეგ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები