წიგნის საერთაშორისო ფესტივალი — გაიგე, რას გვიმზადებს პალიტრა L
ფოტო: palitra
არის დღეები, რომლებსაც ლიტერატურის მოყვარულები განსაკუთრებულად ელოდებიან. ამ დღეებს შორის აუცილებლადაა წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოში 26-ე წელია იმართება. 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ექსპო ჯორჯიას მე-6 და მე-11 პავილიონში ნამდვილი დღესასწაული გელოდებათ.
წიგნის ფესტივალი განსაკუთრებით საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ იქ ტრადიციულად გვხვდება ახალი გამოცემები, ფასდაკლებები და შეთავაზებები, რომლებსაც, როგორც წესი, გამომცემლობები სწორედ ამ დღეებისთვის ამზადებენ. ამასთანავე, წიგნის ფესტივალზე ავტორებთან შეხვედრისა და დისკუსიის საშუალებაც მოგეცემათ.
რა თქმა უნდა, ამ დღისთვის გამორჩეულად ემზადება საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი გამომცემლობა პალიტრა L, რომელიც ქართველ მკითხველს ყოველთვის ბევრი სიახლით ანებივრებს. პალიტრა L-ის სიახლეები ნებისმიერი ასაკის ადამიანს დააინტერესებს - ბავშვებს, თინეიჯერებსა თუ ზრდასრულებს.
ბევრი ადამიანი დიდი ხნით ადრე აკეთებს იმ წიგნების სიას, რომელთა შეძენასაც ფესტივალზე აპირებს, ბევრი კი ბოლო წამს კითხულობს და ითვალისწინებს სხვადასხვა მწერლისა თუ მოაზროვნე ადამიანის რჩევებს. ამ სტატიაში კი იმ სიახლეებს გაეცნობი, რომელთა შეძენასაც პალიტრა L-ის სტენდთან შეძლებ და რომლებიც აუცილებლად უნდა დაამატო შენი წიგნების სიას.
იკითხე ქართული XXI
პალიტრა L-ს ბევრი ისეთი სერია აქვს, სახლში აუცილებლად რომ უნდა გქონდეთ, მათ შორისაა იკითხე ქართული XXI, რომელიც თანამედროვე ქართველი ავტორების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალზე საშუალება გექნებათ, თანამედროვე ავტორების უახლეს გამოცემებს გაეცნოთ, მათ შორისაა: თეონა დოლენჯაშვილის მეამბოხე; რამაზ გიგაურის ,წმინდა მარინეს ეკლესიის ჩანაწერები, ბასა ჯანიკაშვილისმე გადმოვცურავ ზღვას.
ფოტო: პალიტრა L
შეიძლება ეძებდე სიყვარულს მაშინ, როდესაც ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობ? როცა ამისთვის არ გცალია და სულ სხვა გადაწყვეტილებები გაქვს მისაღები? შეიძლება არსებობდეს ისეთი სიყვარული, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, დროს უძლებს? — თუ ამ კითხვებზე პასუხს ეძებ, აუცილებლად უნდა შეიძინო ბასა ჯანიკაშვილის გახმაურებული პიესა მე გადმოვცურავ ზღვას.
კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ
თუ 50 და 49 წიგნი უკვე შეაგროვე, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ, უკვე გაიგებდი, რომ პალიტრა L ახალ სერიაზე მუშაობს და შესაგროვებელი წიგნების სიას კიდევ 15 წიგნს დაუმატებს! ამ ეტაპზე ამ სერიის 5 წიგნია გამოცემული, რომლის შეძენას ფესტივალზე განსაკუთრებულ ფასად შეძლებ.
აგათა კრისტი
ალბათ, არ არსებობს დეტექტივების მოყვარული მკითხველი, რომელსაც აგათა კრისტის წიგნები არ წაუკითხავს და განსაკუთრებულად არ ელოდება ახალი თარგმანების გამოცემას. წიგნის ფესტივალზე აგათა კრისტის ქართულად გამოცემული ორი ახალი წიგნის შეძენას შეძლებთ, რომლებიცაა კარიბის საიდუმლოება და ერთი, ორი, მოფრინდა ქორი.
ლურჯი ოკეანე
ყველაფერი ბოლომდე დაგეგმეთ — 48 კანონიდან ერთ-ერთია, რომელზეც რობერტ გრინი გვესაუბრება. დაგეგმვისას კი არ დაგავიწყდეთ პალიტრა L-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიის, ლურჯი ოკეანის ახალი წიგნი ძალაუფლების 48 კანონი, რომელსაც მკითხველი დიდი ხანი ელოდა.
ფოტო: პალიტრა L
მორალის უგულებელყოფით, მზაკვრულებით, დაუნდობლობითა და დამრიგებლური შინაარსით გამორჩეული ეს დამაინტრიგებელი ნაშრომი ძალაუფლების სამიათასწლიან ისტორიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორმოცდარვა კანონის სახით გვთავაზობს.
ლიტერე ინვენტე
ანი ერნოს წლები ან მოვლენა თუ წაგიკითხავთ, აღარ დაგჭირდებათ იმაზე საუბარი, თუ რატომ უნდა იყიდოთ ლიტერე ინვენტეს ახალი გამოცემა — ანი ერნოს ქალი. ანი ერნოს დედა სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი ალცჰაიმერით იყო დაავადებული. ქალი მისი ამბავია — ამაფორიაქებელი და ღრმად ემოციური ამბავი დედებსა და შვილებზე, ახალგაზრდობასა და სიბერეზე, ხსოვნასა და დავიწყებაზე.
ფოტო: პალიტრა L
წლის ბესტსელერი
წლის ბესტსელერის სერიაში არა ერთ, არამედ ორ სიახლეს შეხვდებით. ჩესკა მეიჯორის ეგებ ოდესმე და ტეილორ ჯენკინს რეიდის წიგნის, დეიზი ჯოუნსი და ექვსეული — წიგნია, რომელზე გადაღებულმა სერიალმაც მთელი სამყარო აალაპარაკა. როკჯგუფი დეიზი ჯოუნსი და ექვსეული ნამდვილი ლეგენდა გახდა, მისი სოლისტი კი, დეიზი, თავისი დროის კერპი. თითქმის ყველა გოგონა ოცნებობდა ისეთივე ნიჭიერი ყოფილიყო, როგორიც დეიზი. მაგრამ პოპულარობის ზენიტში, 1979 წელს, ჯგუფის ერთიანობას ბზარი შეეპარა. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მოსვლის უამრავ მიზეზთაგან ერთ-ერთი ამერიკელი ბესტსელერი მწერლის — ტეილორ ჯენკინს რეიდის წიგნის, დეიზი ჯოუნსი და ექვსეული აუცილებლად უნდა გახდეს!
ფოტო: პალიტრა L
Liberkids
თუ თქვენი ბავშვებისთვის ყველაზე კეთილ და თბილ წიგნს ეძებთ, მე ვარ ლენი ბრაუნი უპირობოდ უნდა შეიძინოთ. ლენის ისტორიაში ყველა პატარა იპოვის საკუთარ თავს. და თუკი თქვენი ბავშვები სპორტით არიან დაინტერესებულები, ლენის თავგადასავალში ფეხბურთსაც უხვად იპოვიან!
ფოტო: პალიტრა L
ლიბერქიდსის სერიაში ასევე გამოვიდა სტივენ დეივისის ჰილდა და უჩინმაჩნები, რომელიც ცისფერთმიანი გოგონა ჰილდას ამბავს გვიყვება. ის დედას ერთად ერთ ლამაზ ხეობაში ცხოვრობს. თანაც ჯადოსნურში — ვის აღარ ნახავთ აქ: წყლის სულებს, ტროლებს, გიგანტებს, კუნძკაცასა და მის მეგობარ საყვარელ მელაირემს.
Liberteens
რა თქმა უნდა, პალიტრა L-ს არც თინეიჯერები დავიწყებია და მათთვის ძალიან კარგი სიახლე აქვთ — კორეელი ავტორის, აქსი ოს ბესტსელერი — სიყვარულის მუსიკა.
ფოტო: პალიტრა L
ჯენის არასოდეს ჰყოლია შეყვარებული, არც დრო ჰქონია K-pop-ის ან სხვა გასართობისთვის. მას ერთი ოცნება აქვს — სურს პროფესიონალი ვიოლონჩელისტი გახდეს. ერთ დღესაც ერთ უცნაურ და იდუმალ ბიჭს, ჯევუს შეხვდება. თუ დაინტერესდი, წიგნს მე-11 პავილიონში იპოვი, სადაც ლიბერთინსელები დაგხვდებიან და სხვა რჩევებსაც არ დაგზარდებიან.
საბავშვო
პალიტრა L პატარა მკითხველზე ყოველთვის ზრუნავს და სიახლეებს არ აკლებს. წლევანდელ ფესტივალზე სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილ ლიტერატურას მეექვსე პავილიონში შეხვდებით..
ფოტო: პალიტრა L
თუ ბავშვებისთვის სასაჩუქრე წიგნებს ეძებთ, რადიარდ კიპლინგის ჯუნგლის წიგნი და ჯეიმზ მეთიუ ბარის პიტერ პენი იდეალური არჩევანი იქნება.
ფოტო: პალიტრა L
ამასთან, შეგიძლიათ ქართველი ავტორების საბავშვო წიგნებიც შეიძინოთ. ლელა ცუცქირიძის ვუუ და ემოციების გალაქტიკა, ნინო ქადაგიძის ონანა — ჩანაწერები მეგობრობის დღიურში და დიანა ანფიმიადის მფარველი ანგელოზი, რომელიც ანგელოზისა და ლეკვის მეგობრობაზე გიამბობს, კიდევ — სიყვარულზე, ზრუნვასა და ერთგულებაზე.
ფოტო: პალიტრა L
მკითხველს საშუალება ექნება პალიტრა L-ის სტენდთან ბესტსელერ ავტორებს შეხვდნენ — დაუსვან კითხვები, გაესაუბრონ, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ ავტოგრაფები.
დარწმუნებული ვარ, თქვენს სიას რამდენიმე წიგნი შეემატა, ამიტომ გელოდებით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე!
-
მარიამ ქვრივიშვილი: 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველ გემს მივიღებთ მარიამ ქვრივიშვილი: 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველ გემს მივიღებთ
გადახედვა
-
სამართალდამცავებმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს სამართალდამცავებმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი: ანკარაში NATO-ს სამიტზე, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოებას განიხილავენ, საქართველო მიწვეული არაა ნიკოლოზ ხატიაშვილი: ანკარაში NATO-ს სამიტზე, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოებას განიხილავენ, საქართველო მიწვეული არაა
გადახედვა
-
რუსეთის საჰაერო იერიშს კიევში 11 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის საჰაერო იერიშს კიევში 11 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
როგორი იყო საქართველოს გზა მსოფლიო ჩემპიონატამდე | საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია როგორი იყო საქართველოს გზა მსოფლიო ჩემპიონატამდე | საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია
-
მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში, "AI-ის მმართველობის შესახებ" გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში, "AI-ის მმართველობის შესახებ" გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო დარჩება ანაკლიის პორტის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო დარჩება ანაკლიის პორტის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ
გადახედვა
-
არქი ჰორაიზონის დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა არქი ჰორაიზონის დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა
-
ტრამპი პირობას დებს, რომ კომუნიზმის "ნამგალსა და უროს" კვლავ "დავიწყებას მისცემს" ტრამპი პირობას დებს, რომ კომუნიზმის "ნამგალსა და უროს" კვლავ "დავიწყებას მისცემს"
გადახედვა
-
თურქეთში კომუნისრუტმა პარტიამ NATO-ს საწინააღმდეგო აქცია გამართა — დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი | ვიდეო თურქეთში კომუნისრუტმა პარტიამ NATO-ს საწინააღმდეგო აქცია გამართა — დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი | ვიდეო
გადახედვა
-
ნანუკა ჟორჟოლიანი: თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია, მე რაც შემიძლია, იმას ავიღებ და იდეალურად გავაკეთებ ნანუკა ჟორჟოლიანი: თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია, მე რაც შემიძლია, იმას ავიღებ და იდეალურად გავაკეთებ
გადახედვა
-
რუსთაველის პროტესტის მონაწილეებმა EU-სა და მის წევრ სახელმწიფოებ ღია წერილით მიმართეს რუსთაველის პროტესტის მონაწილეებმა EU-სა და მის წევრ სახელმწიფოებ ღია წერილით მიმართეს
გადახედვა
-
არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით
-
5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში 5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში
-
გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა
-
ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია? ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია?
-
სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა
გადახედვა
კომენტარები