იაპონელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ხის თანამგზავრი წარადგინეს
იაპონელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ხის თანამგზავრის მშენებლობა დაასრულეს. ამის შესახებ Agence France-Presse იუწყება.
თანამგზავრი, სახელწოდებით LignoSat, კიოტოს უნივერსიტეტისა და კომპანია Sumitomo Forestry-ის კოლაბორაციითა შექმნილი. მას კოსმოსში SpeceX-ის რაკეტით გაუშვებენ. წარმატების შემთხვევაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება.
"ჩვენ გვჭირდება თანამგზავრები, რომლებიც ლითონისგან დამზადებული არ იქნება", — თქვა ასტრონავტმა და კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ტაკაო დოიმ პრესკონფერენციაზე.
ჩვეულებრივი თანამგზავრები ძირითადად ლითონისგან (ალუმინი და პლასტმასა) შედგება.
ჩვენ ვიცით, რომ თანამგზავრები გარკვეული დროით მოქმედებს. მას შემდეგ რაც ისინი საჭირო აღარაა, აქტუალური საკითხი ხდება მათი უვნებლად განადგურება. ასეთ დროს თანამგზავრს დედამიწის ატმოსფეროში უშვებენ, რათა ის გზაში დაიწვას და განადგურდეს. თუმცა, ამ პროცესს შეიძლება ცუდი შედეგებიც მოჰყვეს. მეცნიერები შიშობენ, რომ ატმოსფეროში გამოთავისუფლებული ლითონის ნაწილაკები ალუმინისა და სხვა სატელიტური მასალების დაწვით ანადგურებს ატმოსფერულ ოზონს.
სწორედ აქ არის საჭირო LignoSat, რომელიც დამზადებულია გამძლე მაგნოლიის ხისგან. ეს თანამგზავრი ორბიტაზე ხელახლა შესვლისას მთლიანად დაიწვება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.
თუმცა, LignoSat ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია და ის პირდაპირ ორბიტაზე არ გადის. SpaceX-ის რაკეტა სატელიტს პირველად იაპონიის ექსპერიმენტული კოსმოსური სააგენტოს მოდულზე გაიტანს.
"უკვე ამის შემდეგ შევამოწმებთ მონაცემებს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც ასე მივიღებთ", — აღნიშნეს იაპონელმა ასტრონომებმა.
ცნობისთვის, ხის სატელიტზე მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. პარტნიორობა პირველად 2020 წელს დაიწყო და 2022 წლის მარტში, გუნდმა იაპონიის საჰაერო კოსმოსური სააგენტოსთან (JAXA) ერთად გაგზავნა ხე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS). მკვლევრებს ამით თითოეული ხის ტიპის გამძლეობის შემოწმება სურდათ.
როგორც ვხედავთ, მომავალი შეიძლება ხის თანამგზავრების იყოს.
კომენტარები