ჯაბა კანკავა

24 May. 2024, 12:03

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეიოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში
  2. 5 მთავარი ფაქტორი, რომლებიც ბინის შეძენამდე ყველამ უნდა გაითვალისწინოს — რჩევები Maqro Development-ისგან
  3. ვის და რას ვუსმენდით 2025-ში — ნახეთ Spotify-ის წლის შეჯამება
  4. მუსიკა, როგორც პროტესტის ენა — ინტერვიუ სანდრო ქერაულთან
  5. მუსიკოსები თეთრი სახლის წინააღმდეგ — საბრინა კარპენტერის პასუხი დონალდ ტრამპს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერებმა 12 წლის მოზარდებზე სმარტფონის გავლენა შეაფასეს — რა აჩვენა კვლევამ

ტყუპებზე ჩატარებული ახალი კვლევა ტელეფონთა უსაფრთხოებაზე სერიოზულ კითხვებს აჩენს. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს,…