Freedom House "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას ემხრობა
ფოტო: Reuters
"ქართული ოცნების" მაღალი რანგის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე, ან მანამ, სანამ მისი დასკვნა გამოქვეყნდება" — აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუზი", საქართველოს მთავრობის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" თაობაზე წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე.
"ვგმობთ მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას თბილისში იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან შემზღუდავი "უცხოეთის აგენტების" კანონმდებლობის თავიდან წარმოდგენას", — საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუზი" თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და იმეორებს, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხრიდან მოსალოდნელ ნაბიჯებს.
"ფრიდომ ჰაუზი" მხარს უჭერს ქართველ ხალხს, ვინც გამუდმებით და უდიდესი უმრავლესობით უჭერს მხარს თავისი ქვეყნის დემოკრატიულ გზას. ჩვენ ვუერთდებით მათ განგაშს, საქართველოს მთავრობის მიერ "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონმდებლობის მიღების მეორე მცდელობის თაობაზე", — ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
ნიკოლ ბიბინს სედაკა განმარტავს, რომ ეს კანონი დაავალდებულებს სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, რომ დარეგისტრირდნენ, როგორც "ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან".
"თუკი ამ კანონს მიიღებენ, ის მოახდენს ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების სტიგმატიზებას. ის მისცემს ხელისუფლებას ახალ საშუალებას, ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმებას ან სხვაგვარად დასჯას, რომელთა მუშაობასაც არ ეთანხმება. ეს კანონი დააახლოებს საქართველოს ისეთ რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიცაა რუსეთსა და ყირგიზეთში - ავტოკრატიები, რომლებიც სისტემატურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, მსგავსი ზომების გამოყენებით - და მნიშვნელოვნად შეაფერხებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძალისხმევას. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას "ქართული ოცნების" მიმართ, რომ დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი", — ამბობს "ფრიდომ ჰაუზის" პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ბიბინს სედაკა, 13 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია გმობს "მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც გაავსეს თბილისის ქუჩები და ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან". "ფრიდომ ჰაუზი" ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს და მასობრივ დაპატიმრებას.
"ჩვენ ასევე ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი უფლებადამცველების, ჟურნალისტების, ოპოზიციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ გამოყენებული მუქარითა და თავდასხმებით. ეს რეპრესია მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით - ევროკავშირის წევრობის მსურველ სახელმწიფოში", - წერს ორგანიზაციის ახლანდელი პრეზიდენტი.
"ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს კოორდინირებული ქმედებისკენ, რათა შეწყდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზარდი რეპრესია. ამ მთავრობებმა დაჟინებით უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიამ შეაფასოს შემოთავაზებული კანონპროექტი და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. "ქართული ოცნების" მაღალი რანგის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე, ან მანამ, სანამ მისი დასკვნა გამოქვეყნდება" - წერს ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და დასძენს, რომ საქართველო დემოკრატიულ გზაგასაყარზე დგას:
"ესაა კრიტიკული, გარდამტეხი წერტილი საქართველოს დემოკრატიის გზაზე. დემოკრატიული მთავრობები გვერდით უნდა დაუდგნენ ქართველ ხალხს და გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი იმის თაობაზე, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის ახლანდელი ქმედებები დაუშვებელია და არ იქნება მიღებული".
ორგანიზაცია 13 მაისს გავრცელებულ განცხადებაში კანონის პირველი ინიცირების თაობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ კანონპროექტი მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო უკან გაიწვიეს. წელს კი, 3 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ "უცხოეთის აგენტები" შეცვალა "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებით" და ის თავიდან წარმოადგინა. განახლებული საპროტესტო გამოსვლებისას, რაც 15 აპრილიდან თითქმის უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში, ორგანიზაციის ცნობით, 100-მდე ადამიანი დააკავეს და პოლიციასა და მოქალაქეებს შორის სერიოზული შეტაკებები მოხდა. ზოგიერთ ოპოზიციონერ ლიდერსა და აქტივისტს კი გამიზნულად სცემეს.
მსოფლიოს დემოკრატიული მთავრობები და გამორჩეულად - ევროკავშირი იმეორებს, რომ საქართველოს ბლოკში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პერსპექტივას ეს კანონი ძირს გამოუთხრის.
"ფრიდომ ჰაუზის" შეფასებით, საქართველო "ნახევრად თავისუფალი" ქვეყნების სიაშია, ბოლო წლის "გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების" შესახებ ანგარიშში კი ის "ჰიბრიდულ რეჟიმადაა" დასახელებული და განმარტებულია, რომ ქვეყანა "ავტოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდული დემოკრატიის" სახელმწიფოა. ამის უმთავრეს მიზეზად გასულ წელს, სწორედ ამ კანონის წინამორბედი პროექტის შემოთავაზება სახელდებოდა.
"ფრიდომ ჰაუზი" არაკომერციული, არაპარტიული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას აკვირდება.
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები