კოალიცია: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გიორგი ებანოიძე უკანონოდ გაათავისუფლა
ფოტო: კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 24 ივლისს, იუსტიციის საბჭოს მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის, გიორგი ებანოიძის გათავისუფლებას ეხმაურება. კოალიცია მიიჩნევს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება უკანონო და უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. კოალიციის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემა არა კანონის საფუძველზე, არამედ კლანური ინტერესებიდან გამომდინარე იმართება.
არასამთავრობოების აზრით, ამგვარი ვითარება კიდევ ერთ მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას. კოალიცია მოუწოდებს საბჭოს, დაუყოვნებლივ შეცვალოს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება და შეწყვიტოს სასამართლოსა და სასამართლოს კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების თვითნებურად დანიშვნის/გათავისუფლების პრაქტიკა:
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განსახილველად იქნა გამოტანილი საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიასთან მიერთების საკითხი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადდანიშნული თავმჯდომარის, ვასილ მშვენიერაძის, განმარტებით ცვლილება სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განტვირთვას ემსახურებოდა. თავდაპირველად, აღნიშნული ინიციატივა საბჭოს ყველა წევრმა მოიწონა, თუმცა როგორც გადაწყვეტილების პროექტის კენჭისყრამდე გაირკვა, ცვლილება რეალურად, კანონის გვერდის ავლით, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ემსახურებოდა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც არამოსამართლე წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა, საბჭოს წევრებს მოუწოდა კოლეგიების გაერთიანების შედეგად გიორგი ებანოიძეს თანამდებობა შეენარჩუნებინათ, საბჭოს წევრების მხრიდან ცვლილების რეალური მიზეზი პირდაპირ გაჟღერდა. მათი განმარტებით, ისინი უკმაყოფილო იყვნენ გიორგი ებანოიძის მუშაობით და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მენეჯმენტის ცვლილება სურდათ."
კოალიციის ცნობით, საბჭომ იმავე სხდომაზე მიიღო კოლეგიების გაერთიანების, თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებისა, რაც დღის წესრიგით საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული. ამავე სხდომაზე, ებანოიძის ადგილზე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ბადრი შონია დაინიშნა, რომელიც 2017 წლიდან ასრულებდა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობას:
"სხდომაზე არ ყოფილა მოწვეული თავად გიორგი ებანოიძეც, რომელსაც აღნიშნულ საკითხზე აზრის გამოთქმის საშუალება მიეცემოდა. ასევე, სრულიად გაუგებარია საბჭოს წევრების არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ებანოიძე სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში შესულ საქმეთა ნაკადს ვერ უმკლავდება, ვინაიდან სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიები საქმეებით გაცილებით გადატვირთულნი არიან, რასაც ამ კოლეგიების თავმჯდომარეების მენეჯერული უნარების ეჭქვეშ არ დაუყენებია. ამასთან, გაუგებარია რაში გამოიხატა კონკრეტულად გიორგი ებანოიძის ბრალი, ვინაიდან სასამართლოში საქმეები დადგენილი წესით უნდა ნაწილდებოდეს, ხოლო კოლეგიაში მოსამართლეთა ოდენობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს."
2016 წელს, საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. მაშინ საბჭოს ეს გადაწყვეტილება კოალიციამ შეაფასა საშიშ პრეცედენტად, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას.
გიორგი ებანოიძე 2016 წელს 5 წლიანი ვადით დაინიშნა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები