აპრილი წიგნის ჩუქების თვეა — გაეცანი ახალგამოცემულ წიგნებს, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო
ფოტო: PALITRA L
უკვე გაიგებდით, რომ აპრილი წიგნის ჩუქების თვეა. აპრილის თვის დასრულებამდე კი ჯერ კიდევ საკმარისი დროა იმისათვის, რომ თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის ღირებული და საინტერესო წიგნები შეარჩიოთ. ამ სტატიაში იმ წიგნებზე მოგიყვებით, რომლებიც სულ ცოტა ხანია, ქართულ ენაზე გამოიცა და დაგეხმარებათ, მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებს მათი ინტერესების შესაბამისი საჩუქრები შეურჩიოთ.
1. ანი ერნო — "მოვლენა"
"იყვნენ სხვა გოგოები, რომელთა მუცლებიც ცარიელი იყო, და ვიყავი მე" — ასე აღწერს
ლიტერატურის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ფრანგი მწერალი, ანი ერნო საკუთარ მდგომარეობას, რომელშიც ის 1963 წელს, 23 წლის ასაკში აღმოჩნდა. საკუთარი ისტორია ანი ერნომ 40 წლის შემდეგ გააჟღერა და დაწერა ისე, რომ მისი მთელი ისტორია სხეულებრივ ტკივილამდე განაცდევინა მკითხველს.
ანი ერნოს შემოქმედება ავტობიოგრაფიულია. ის წერს ძალიან გულწრფელად, იმდენად გულწრფელადაც კი, რომ ხშირად თხრობა მკითხველს უხერხულობის შეგრძნებას განაცდევინებს. ანი ერნომ შეძლო, რომ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოგონება გადაექცია ღირებულ ლიტერატურად. ერნოს "მოვლენა" ქალების გამოძახილია — ერთი ადამიანის პირადი ისტორიით მოყოლილი ბევრი ქალის ისტორიაა.
"მოვლენა" 23 წლის ერნოს ცხოვრებას გვიშლის თვალწინ — თვალნათლივ გვაჩვენებს, როგორია ცხოვრება მაშინ, როცა ქალებს აბორტის გაკეთება არ შეუძლიათ და რა ნაბიჯების გადადგმა უწევთ მათ, რომ საკუთარ ოცნებებზე უარის თქმა არ მოუწიოთ.
აღსანიშნავია, რომ აბორტის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს მიღებული Roe v. Wade-ის კანონი გააუქმა, რომლის მიხედვითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული.
2. ფრედრიკ ბაკმანი — "აქ იყო ბრიტ-მარი"
"გარკვეულ ასაკში ყოველი შეკითხვა ასეთ ფორმას იღებს: როგორ უნდა ვიცხოვრო?"
მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ საკუთარ თავში ვიპოვით, ფრედრიკ ბაკმანის ბესტსელერი "აქ იყო ბრიტ-მარი" ისეთ პერსონაჟს გვაცნობს, რომელიც არ უშინდება საკუთარი თავის ძიებასა და თვითგამორკვევას, მაშინაც კი, როცა მთელი სამყარო საწინააღმდეგოსკენ უბიძგებს. ბრიტ-მარი ადამიანებს აძლევს ძალასა და გამბედაობას, მათი ცხოვრების მთავარ ამბებს სხვაგვარად შეხედონ, უპასუხონ კითხვებს, გაარკვიონ სიმართლე და არ შეჩერდნენ.
63 წლის ბრიტ-მარი შესანიშნავი დიასახლისია, რომელიც 40-წლიანი ქორწინების შემდეგ აღმოაჩენს, რომ ქმარს სხვა ქალი ჰყავს. ბაკმანის ამ რომანის კითხვის დროს მკითხველიც პოულობს ძალას, რომ დაიწყოს ახალი ცხოვრება, თავიდან იპოვოს ბედნიერება, ის ბედნიერება, რომელიც მისთვის ყოველთვის უცხო იყო, ყოველთვის შორეული, მიუწვდომელი. მან არც კი იცოდა, რომ იმ ცხოვრების გარდა, რომელიც ყოველთვის საღამოს ექვს საათზე ვახშმის მომზადებას და ჭამას გულისხმობდა, კიდევ არსებობდა რეალობა, რომელშიც საკუთარ თავს შეიყვარებდა.
ბაკმანის ბესტსელერი რომანის მიხედვით გადაღებულია ფილმიც, რომელიც 2019 წელს გამოჩნდა ეკრანებზე.
3. სებასტიან ფოლსკი — "ჩიტის გალობა"
"ნამდვილი რწმენა შეიძლება იპოვო არა განდეგილთა ფერმკრთალ სახეში, არამედ იმ ადამიანებში, რომელთაც ბრძოლა უწევთ გადარჩენისთვის."
პირველი და მეორე მსოფლიო ომების თემატიკაზე დაწერილი წიგნები აქტუალობას არასდროს კარგავს — ამ ომების გადააზრება ცალსახად მნიშვნელოვანი პროცესია, რამეთუ ის პირდაპირ თუ ირიბად ყველა ადამიანს შეეხო.
სებასტიან ფოლსკის ბესტსელერი "ჩიტის გალობა" სიყვარულის, ომის, სიმამაცისა და ტანჯვის ამბავია. რომანი იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის სისხლიან კალოს ემსხვერპლნენ. ამ წიგნში სამი თაობის ისტორიაა გაერთიანებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ჩიტის გალობა" დიდი ბრიტანეთის არაერთი უნივერსიტეტისა და სკოლის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი.
4. ელიზაბეტ სტრაუტი — "ოჰ უილიამ!"
ელიზაბეტ სტრაუტი პულიცერის პრემიის მფლობელი ავტორია. მისი რომანი "ოჰ უილიამ!" სიყვარულის, ღალატისა და ოჯახის დინამიკის სირთულეებს იკვლევს.
"მინდა ჩემს პირველ ქმარზე, უილიამზე, რაღაცები გიამბოთ"
ელიზაბეტ სტრაუტი მოგვითხრობს ყოფილი ცოლ-ქმრის ისტორიას, რომლებიც მიუხედავად მათი განქორწინებისა და შემდგომი ხელახალი ქორწინებისა, ემოციურად გადაჯაჭვულნი რჩებიან.
უილიამი და ლუსი ოჯახის საიდუმლოს ამოსახსნელად მოგზაურობაში მიდიან ერთად. თანაც ისეთი საიდუმლოსი, რისი გაგების შემდეგ მთელ ცხოვრებას სხვანაირად რომ უნდა შეხედო და უახლოესი ადამიანები თავიდან გაიცნო. მათი ფიზიკური მოგზაურობა წარსულში მოგზაურობის საწყისია — მტკივნეული მოგონებების გახსენების, სიძნელეების და სიყვარულის გახსენების დასაწყისი.
სტრაუტი ადამიანებს შორის კავშირების იკვლევს, იმ ემოციურ ბმებს, რომლებიც ინდივიდებს ერთმანეთთან გადაჯაჭვავს. ელიზაბეტ სტრაუტი იმ ძალაზე წერს, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან დაშორების შემდეგაც აკავშირებთ, უცნაურად და ხშირად გაუგებრად.
სიყვარულის, დანაკარგის და ადამიანური ურთიერთობების სირთულეების გულწრფელი ასახვით, "ოჰ უილიამ!" შესანიშნავად წარმოაჩენს წარსულის მუდმივ ძალას აწმყოს ფორმირებაზე.
5. ჩიგოზი ობიომა — "უღონოთა ორკესტრი"
ნიგერიელი ავტორი ჩიგოზი ობიომა 2015 წელს, გამორჩეული დებიუტისათვის გლობალური მასშტაბის მოაზროვნედ დაასახელეს. რომანი "უღონოთა ორკესტრი" 2019 წელს გამოიცა, ხოლო ქართულად 2023 წელს Palitra L-ის მიერ ითარგმნა.
იგბოს კოსმოლოგიით საინტერესოდ შეზავებული სიუჟეტი მკითხველს აუცილებლად მოაგონებს "ოდისეას". უნდა აღინიშნოს, რომ "უღონოთა ორკესტრი" მხატვრული ნაწარმოებია და არა იგბოს კოსმოლოგიის თუ აფრიკული რელიგიებისადმი მიძღვნილი ზუსტი ტექსტი, თუმცა ავტორი აღნიშნავს, რომ ტექსტი იგბოს კოსმოლოგიით, წარმოდგენებისა და ტრადიციების რთული სისტემებით ნამდვილად საზრდოობს. მისივე თქმით, რომანში მოქმედება იმგვარ გარემოში ვითარდება, რომ ცნობისმოყვარე მკითხველმა შეიძლება კოსმოლოგიის შესწავლა გადაწყვიტოს.
ავტორი ძალიან საინტერესოდ ხედავს თითოეულ ადამიანს, შიშისა და სინდისის ქენჯნის ფენომენებს, საზოგადოებაში გამეფებულ სიძულვილის გრძნობას და მოკლედ რომ ითქვას, ჩიგოზი იბიომა ადამიანობის შრეებს იკვლევს, ყველაფერ იმას, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს.
ზემოთ ნახსენები წიგნები გამომცემლობა Palitra L-მა ქართველი მკითხველისთვის საგულდაგულოდ შეარჩია. მათი შეძენა ბიბლუსის ფილიალებში და PalitraL.ge-ზე შეგიძლიათ.
აპრილი წიგნის ჩუქების თვეა და თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ წიგნი ყოველთვის საუკეთესო საჩუქარია!
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის" პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის"
გადახედვა
-
"მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს "მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს
გადახედვა
-
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
-
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
-
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა
გადახედვა
-
რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ
-
34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს 34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
-
ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ
გადახედვა




კომენტარები