GPBA

19 Apr. 2024, 18:45

ვეხმიანებით საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ სამოქალაქო პროტესტს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისას, დაეყრდნონ ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს და საერთაშორისო ვალდებულებებს. დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები და დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციები, ანუ სწორედ ის სახელმწიფოები და ინსტიტუტები, რომელთაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თავის მომავალს უკავშირებს.

მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს დემონსტრანტების უსაფრთხოება.

შექმნილ დაძაბულ ვითარებაში, როცა დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყოველდღიურად იკრიბება ათიათასობით ადამიანი, არ უნდა დავუშვათ სიტუაციის ესკალაცია. წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა გვახსოვდეს, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ეფექტიანი ბრძოლის აუცილებელი პირობაა.

ჩვენი მიზანია, საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი გახდეს. დღესაც და მომავალშიც, ნებისმიერი ხელისუფლება მხოლოდ ამ მიზნის შესაბამისად უნდა მოქმედებდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: მითია თუ რეალობა — რამდენად კარგად იცი ისტორია?
  2. ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე?
  3. ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
  4. ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი?
  5. წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა, რომელსაც სათავეში სერგი კორეცკი ჩაუდგა. საგარეო საქმეთა და…