გვარამია: მოსამართლე ყაველაშვილი სააპელაციო სასამართლოს თავდჯომარის ზონდერია
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საგანგებო განცხადებას აკეთებს და განმარტავს, რომ რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მოსამართლე შორენა ყაველაშვილი, რომელიც რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის წევრია, სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარის, ვალერი ცერცვაძის მიერ პირადად არის მიმაგრებული კოლეგიისთვის იმ მიზნით, რომ მან ნებისმიერ გადაწყვეტილებას მოაწეროს ხელი. ამასთან, გვარამიას განმარტებით, ყაველაშვილი არის არა სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე:
"ის არის ზონდერი და დავალების შემსრულებელი და ის ვერ გაუწევს თავისი კვალიფიკაციით ამ სფეროში საკმაოდ კვალიფიციური, დარჩენილი ორი მოსამართლის ნაზღაიძის და გუჯაბიძის პოზიციებს საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ ვაყენებთ მოსამართლე ყაველაშვილის აცილების საკითხს. კეთილი ინებოს კოლეგიამ გამოვიდეს სათათბიტოდან და პირველ რიგში გამოაცხადოს თავისი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით".
გვარამიას ასევე ამბობს, რომ ზემოაღნიშნულის დამადასტურებელია ისიც, რომ სასამართლო პროცესზე ყაველაშვილი ჩუმად იჯდა და არცერთი შეკითხვა არ გასჩენია მანამ, სანამ მისი აცილების შუამდგომლობა დადგებოდა:
"ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოსამართლე სისხლის სამართლის პალატიდან მოავლინეს სწორედ იმიტომ, რომ დავალების შემსრულებელი მესამე მოსამართლე იყო საჭირო კოლეგიაში. ჩვენ ვსვამთ კითხვას, რის საფუძველზე არ მონაწილეობდა ამ დავაში ნაზღაიძე-გუჯაბიძის მყარი შემადგენლობის მესამე მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი ან ბატონი გოდერძიშვილი. რის საფუძველზე ჩანაცვლდა ეს მოსამართლეები შორენა ყაველაშვილით, თან იმ მოსამართლით, რომელიც არ წარმოადგენს სამოქალაქო პალატას, წარმოადგენს სისხლის სამართლის პალატას და რომელსაც ამავდროულად არ გააჩნია მოსამართლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი".
გვარამიამ განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხი, რომ ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 18 თვიანი კურსები სამოქალაქო სამართალში გაიარა, სრული აბსურდია, რადგან, აღნიშნულ კურსებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ყველა გადის:
"მოსამართლის გამოცდები, სპეციფიკური კვალიფიკაციით ტარდება სწორედ იმის გამო, რომ შემოქმდეს მოსამართლის კვალიფიკაცია სწორედ ამ მიმართულებით და მას მიენიჭოს პრიორიტეტი მუშაობისა სწორედ ამ მიმართულებით. ყაველაშვილი მოსამართლეობამდე იყო თუ არ ვცდები სიღნაღის პროკურორი. ისმის კითხვა, ჰქონდა თუ არა სასამართლოს უფლება რომ ის კოლეგიისთვის მიემაგრებინა, დიახ, ამ უფლებას კანონმდებლობა იცნობს, ეს უფლება გამოიყენება იმ შემთვევაში, როცა სასამართო გადატვირთულია და ადგილი არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელოვანი და სამართლებრივად რთული სამოქალაქო საქმებს,სადაც კოლეგიის ყველა წევრის აზრი უნდა იყოს მაქსიმალურად კვალიფიციური".
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები