ლამარა აბჟანდაძე

15 Apr. 2024, 15:40

ჩემო მეგობრებო, სტუდენტებო, კულტურის მუშაკებო, სამოქალაქო აქტივისტებო, საქართველოს მოქალაქეებო: მე, თითქმის საუკუნეს მიღწეული ქალი, 94 წლის ლამარა აბჟანდაძე, სულით და გულით თქვენ გვერდით ვდგავარ. განსაკუთრებით მახარებს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის (რადგან მე ეს უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და ძალიან ვამაყობ ამით) სტუდენტების სლოგანი — "არა რუსულ კანონს". ბევრი რამ გადავიტანეთ ჩვენ, მაშინდელმა სტუდენტებმა. არ გვინდა, ახლა სტუდენტებს და მთელ საქართველოს მოსახლეობას იგივე უბედურება დაგვატყდეს თავს ამ რუსული კანონით. მაშინ ხომ ათასობით სტუდენტი გახდა მსხვერპლი რუსული იმპერიული კანონებისა.

ძალიან მინდა, ჩემი ეს სათქმელი მივიდეს დემონსტრანტებამდე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
  2. 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
  3. ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
  4. 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
  5. 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა

"თბილსერვის ჯგუფმა" სპეციალიზებული ტექნიკა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ავტოპარკს…