სასტიკად ნაცემი ქართველი სამხედრო ტყვე რასია 24-ზე
პუტინის პროპაგანდისტები კიდევ ერთ ქართველ სამხედრო ტყვეს იყენებენ პროპაგანდის მიზნით, რაც "სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ" ჟენევის 1949 წლის კონვენციის უხეში დარღვევაა.
რუსეთის სახელმწიფო არხმა რასია 24-მა, გადაცემაში "ვესტი ალექსეი კაზაკოვთან ერთად" სასტიკად ნაცემი, უკრაინის არმიის მოხალისე, საქართველოს მოქალაქე გურამ ჭიჭინაძე აჩვენა. პუტინის პროპაგანდისტმა ანასტასია ივანოვამ მაყურებელს ქართველი სამხედრო ტყვე ასე წარუდგინა — "ადამიანი საცოდავი გამომეტყველებით და თვალებში შიშით".
როგორც "ამერიკის ხმამ" გაარკვია, 41 წლის გურამ ჭიჭინაძე ქუთაისელია. იგი წლების მანძილზე უკრაინაში, ჯერ ოდესაში, შემდეგ კი კიევში ცხოვრობდა. რუსი ოკუპანტების შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში, ჭიჭინაძე მოხალისედ კიევის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას შეუერთდა.
შემდეგ, უკრაინის არმიის 115-ე ბრიგადის 44-ე ცალკეულ მოტომსროლელთა ბატალიონის ჯარისკაცი გახდა, რომელიც სწორედ კიევის "ტერობორონას" ბრიგადის ბაზაზე შეიქმნა. 2023 წელს, ჭიჭინაძე უკრაინელთა კონტრიერიშშიც მონაწილეობდა, ნოვა კახოვკას მიმართულებაზე. ქართველი ტყვედ 2024 წლის თებერვლის ბოლოს ჩავარდა.
"ამ ადამიანს არ ვიცნობ და შეხება არ მქონია. ჩანს, რომ "ლეგიონში" ან ქართველების სხვა დაჯგუფებებში არ ყოფილა" — უთხრა "ამერიკის ხმას" გიორგიმ ს-მ (სახელი და გვარი უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია), რომელიც უკრაინის არმიაში მოხალისედ იბრძვის.
მისი თქმით, "რაც კადრებიდან ჩანს, სასტიკად ნაცემია, მარცხენა თვალი ლამის ამოგდებული აქვს. ვნახე სხვა კადრებიც, ტელეგრამზე, სადაც უკრაინელ დატყვევებულებთან ერთად ალაპარაკეს და მათ შორის, ყველაზე უფრო ნაცემია, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ტყვედ ჩავარდნილ ქართველებს რუსები ყველაზე მეტად უსწორდებიან.
ტყვედ ჩავარდნილი რას ლაპარაკობს, აქ ამას ყურადღებას არავინ აქცევს, სულ რომ საშინელება თქვას უკრაინაზე და თანამებრძოლებზე. ყველა ხედავს, ფაშისტები ისე აწამებენ ჩვენს ტყვეებს, ნებისმიერ რაღაცას დაიბრალებს ადამიანი, ისეთ დღეში აგდებენ", — გვეუბნება გიორგი.
რუსი პროპაგანდისტები საქართველოს მოქალაქე გურამ ჭიჭინაძის შემთხვევაში, განსაკუთრებით იმ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ჭიჭინაძე ნასამართლევია, 2023 წელს, იგი უკრაინაში, "ქურდობის მუხლით" გაასამართლეს და შემდეგ ისევ ფრონტზე აღმოჩნდა.
ქართველი მებრძოლი გიორგიმ ს-მ გვეუბნება, რომ ამაში უკანონო არაფერია. "ვიმეორებ, კონკრეტულად ამ ადამიანის ისტორია არ ვიცი. ასეთი სახელით და გვარით 2023 წელს, მართლაც არის კიევში საქართველოს მოქალაქე გასამართლებული, მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს, უკრაინის რადამ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაუშვა პატიმრების ნებაყოფლობითი მობილიზაცია, თუ, მათ მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი.
ანუ, უკანონო აქ არაფერია. პირიქით, არაერთი შემთხვევა იყო, რომ ბიჭებმა ვისაც წარსულში შეცდომა ჰქონდათ დაშვებული, სასჯელი მოხდილი ან ციხიდან ახალი გამოსული იყვნენ, გული და სიცოცხლე დადეს ბრძოლის ველზე, მათ შორის, აქაურმა ქართველებმაც.
რუსი პროპაგანდისტების მხრიდან ამაზე ყურადღების გამახვილება განსაკუთრებული ცინიზმია, რადგან თავად უკრაინაში საომრად პედოფილებს, ბავშვების და ქალების მკვლელებს, კაციჭამიებს აგზავნიან.
ვიღაც სადისტმა ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა გააუპატიურა, დანით დაჩეხა, წამებით მოკლა, და 24 წელი მიუსაჯეს და ერთ წელში,პუტინმა შეიწყალა და უკრაინაში გამოაგზავნეს რომ ხალხი აქ დაეხოცა. მეორემ ოთხი ადამიანი მოკლა და შეჭამა, 22 წელი ჰქონდა მისჯილი და ისიც უკრაინაში გამოუშვეს.
ასეთი შემთხვევები რუსეთში უამრავია. ეს არის უბადრუკი მცდელობა აჩვენონ, რომ აი, თითქოს უკრაინას ისე უჭირს, რომ პატიმრებს აგზავნის ფრონტზე "საზარბაზნე ხორცად", როცა მაგ მდგომარეობაში თვითონ ოკუპანტები არიან", — ამბობს გიორგი.
რუსი ოკუპანტების ტყვეობაში ამჟამად, უკრაინის არმიის ცხრა ქართველი მებრძოლია, აქედან ოთხი: 41 წლის გურამ ჭიჭინაძე, 40 წლის გიორგი ჩუბითიძე, 26 წლის გიორგი გოგლიძე და 22 წლის მამუკა გაწერელია საქართველოს მოქალაქეა. ამ უკანასკნელს, ოკუპანტებმა თებერვალში უკანონოდ "სამუდამო პატიმრობა" "მიუსაჯეს".
რუსების ტყვეობაში მყოფი, კიდევ ხუთი ქართველი, უკრაინის მოქალაქეა: 46 წლის მიხეილ ჭინჭარაული, 42 წლის გენო ოსანაძე, 31 წლის ვალერიან კალანდია, 37 წლის ლაშარელა კახაძე და 30 წლის რომან ჩანქსელიანი.
2023-24 წლებში, უკრაინამ რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან ოთხი ეთნიკური და წარმოშობით ქართველი მებრძოლის გათავისუფლება შეძლო: 59 წლის ზაქარია ნონიაშვილის, 44 წლის დავით კვარაცხელიას, ნიკოლოზ ბერიანიძის (ასაკი უცნობია) და 30 წლის ალექსანდრე ახალაიას.
-
დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
გადახედვა
-
ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი? ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი?
-
უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს
გადახედვა
-
Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა
გადახედვა
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე? რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
გადახედვა
-
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე
გადახედვა
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან


კომენტარები