თეა წულუკიანი: მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მშვიდობისათვის
ფოტო: არქივიდან: თეა წულუკიანი და ბიძინა ივანიშვილი
რა ხდება: ხელისუფლების მაღალჩინოსნები განაგრძობენ მადლიერების საჯაროდ გამოხატვას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც 2023 წლის 30 დეკემბრიდან მმართველი პარტიის, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეა.
- ამჯერად, ივანიშვილის მიმართ მადლიერების სერიას თეა წულუკიანი შეუერთდა. ის არის კულტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი.
დეტალები: წულუკიანმა, ივანიშვილს მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
- კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ დღეს კვლავ ბრძოლის რეჟიმში არიან და იცავენ თავს, მშვიდობასა და სტაბილურობას:
- "მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით და მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში, უკვე მერამდენე წელია, ბატონ ბიძინა ივანიშვილს", — თქვა მან.
კონტექსტი: ბიძინა ივანიშვილს ხშირად უხდიან მადლობას, როგორც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები, ასევე, მმართველი პარტიის საპარლამენტო შემადგენლობა თუ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ექსპერტები, და ცდილობენ, ივანიშვილის სახელს დაუკავშირონ "სტაბილურობა და მშვიდობა."
- ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მადლიერების საჯაროდ გამოხატვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით გამორჩეული იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი: "უდიდესი მიღწევებისთვის მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ ინიცირებული სახალხო გამარჯვების გარეშე ქვეყანა დღეს ომში იქნებოდა გახვეული", — თქვა მან 1-ელ თებერვალს გამართულ პარტიულ ყრილობაზე, როდესაც ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძით ჩაენაცვლებინა.
- 2024 წლის 8 თებერვალს ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ, ივანიშვილს საჯაროდ გადაუხადა მადლობა იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე წარადგინა.
- ივანიშვილის მიმართ მადლიერებას აცხადებს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც — გასული წლის დეკემბერში, ივანიშვილის პოლიტიკაში მეოთხედ ფორმალური შემობრუნებისას, თქვა: "მადლობა უნდა გადავუხადოთ ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის. ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი."
- 29 მარტს, კობახიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ აქვს "რეგულარული კომუნიკაცია ბატონ ბიძინა ივანიშვილთან."
- მადლიერების საჯაროდ დადასტურებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებდა განათლების ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი. ის მიიჩნევდა, რომ "ივანიშვილი თანამედროვე ისტორიაში ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი, ასეც იქნება."
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა

კომენტარები