"ამასაც ერთად გადავლახავთ" — ჯეიმს მიდლტონი დის სიმსივნის დიაგნოზს ეხმაურება
ფოტო: Instagram
გუშინ გავიგეთ, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრს, ქეით მიდლტონს, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია თავად უელსის პრინცესამ კენსინგტონის სასახლის გვერდზე გაავრცელა. ამ ამბავს ცოტა ხნის წინ მისი ძმა, ჯეიმს მიდლტონი გამოეხმაურა და ინსტაგრამზე მათი საერთო ფოტო დადო.
"წლების განმავლობაში ერთად უამრავი მთა გადაგვიდგამს. როგორც ერთი ოჯახი, ამ დაბრკოლებასაც ერთად გავუმკლავდებით", — წერს ჯეიმსი.
ქეითის თქმით, ოპერაციის შემდეგ კვლევების შედეგად სიმსივნე აღმოაჩნდა და ამჟამად პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსს გადის.
"ეს, რასაკვირველია, უდიდესი შოკი აღმოჩნდა. მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ამბავი გაგვეაზრებინა და ჩვენი ოჯახის გულისთვის, ხმაურის გარეშე გვემოქმედა. ადვილი მისახვედრია, რომ რთული ოპერაციის შემდეგ, ძალების მოსაკრებად და მკურნალობის კურსის დასაწყებად დრო დამჭირდა. თუმცა, ყველაზე მეტი დრო იმისთვის დაგვჭირდა, რომ ეს ყველაფერი ჯორჯის, შარლოტისა და ლუისთვის მათთვის შესაფერისი ფორმით გვეთქვა და დაგვერწმუნებინა, რომ მე კარგად ვიქნები. და როგორც მათ ვუთხარი, მე მართლაც კარგად ვარ. ყოველდღე უფრო და უფრო მეტად ვიკრებ ძალებს იმ რაღაცებზე კონცენტრირებით, რაც დამეხმარება — გონებრივად, ფიზიკურად და სულიერად. დიდი შვებაა, რომ გვერდით უილიამი მეგულება. ასევე ის სიყვარული, მხარდაჭერა და კეთილშობილება, უამრავი თქვენგანი რომ იჩენს. ეს ორივე ჩვენგანისთვის ბევრს ნიშნავს. ვიმედოვნებთ, გესმით, რომ, როგორც ოჯახს, ახლა ცოტაოდენი დრო, სივრცე და განმარტოება გვსურს, სანამ ჩემი მკურნალობა დასრულდება", — ამბობს ქეითი ვიდეოში.
ვიდეოში პრინცესა ქეთრინმა იმ ადამიანებსაც მიმართა, ვისაც სიმსივნესთან ბრძოლა უხდება.
"ახლა ყველა იმ ადამიანზეც მეფიქრება, რომელთა ცხოვრებაც სიმსივნემ შეცვალა. ყველას, ვისაც ამ დაავადების რაიმე ფორმასთან ბრძოლა გიწევთ, გთხოვთ, ნუ დაკარგავთ რწმენას და იმედს. თქვენ მარტო არ ხართ", — თქვა მიდლტონმა.
იანვარში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, კენსინგტონის სასახლე იუწყებოდა, რომ ქეითი საავადმყოფოში დარჩებოდა და დროებით, აღდგომამდე, სამეფო მოვალეობებისგან გათავისუფლდებოდა. თუმცა, ახალი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ვარაუდობენ, რომ უილიამი და ქეთრინი აღდგომაზე სამეფო ოჯახთან ერთად არ გამოჩნდებიან და პრინცესასაც უფრო დიდი ხნით მოუწევს მოვალეობების შესრულებაზე უარის თქმა.
პრინცი უილიამისა და პრინცესა ქეთრინის გარშემო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი მითქმა-მოთქმა ტრიალებდა. ოპერაციის შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქეითი საჯაროდ არ გამოჩენილა, ეს ამბავი კი კონსპირაციული თეორიების საფუძვლად იქცა.
დიდწილად ხმების გასაფანტავად, კენსინგტონის სასახლემ მარტის დასაწყისში, დედის დღეზე, ქეთრინისა და მისი შვილების ფოტო გამოაქვეყნა, მაგრამ სურათი დამუშავებული აღმოჩნდა, რის გამოც ზოგიერთმა ინტერნეტმომხმარებელმა და მედიამ ის ფოტომანიპულაციად ჩათვალა. მოგვიანებით მიდლტონმა ფოტოს მოყოლილი გაუგებრობის გამო მოიბოდიშა.
პრინცესა ქეთრინის უახლეს განცხადებას კი უკვე გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი რიში სუნაკი. მან მიდლტონი გამოჩენილი გამბედაობისთვის შეაქო და გამოჯანმრთელება უსურვა.
"ბოლო კვირების განმავლობაში, იგი ცხარე განხილვის საგნად იქცა. სოციალურ ქსელებსა და მსოფლიო მედიის გარკვეულ ნაწილში მას უსამართლოდ მოეპყრნენ", — განაცხადა სუნაკმა, — "როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, როგორც ყველას, მასაც სჭირდება განმარტოება, რათა მკურნალობისა და მოსიყვარულე ოჯახის გვერდით ყოფნის საშუალება მიეცეს".
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები