მოკლედ: პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის ოთხ წევრს, რომლებიც, ჯამში 37 347 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

დეტალები: გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2021-2023 წლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ოქროს სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები გააფორმეს, სადაც უზრუნველყოფის საგნად ყალბი ოქროს საგნები გამოიყენეს.

  • სამართალდამცველებმა ჯგუფის ოთხივე წევრი 19 მარტს დააკავეს.
  • მათ ბრალი წარედგინათ მუხლით, რომელიც გულისხმობს თაღლითობას და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.