ერთ ხელში მიჭირავს 15-ლიტრიანი ავზი, მეორეში 10-ანი, ივანიშვილმა აქედან 5 ლიტრი მოგვპარა 12 წელში — ხაბეიშვილი
ფოტო: კადრი ენმ-ის ვიდეოდან
მოკლედ: პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ, სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარემ, გამარჯვების პლატფორმის ერთობლივ ფორმატში ისაუბრეს საწვავის ფასზე.
- "საქართველოში საწვავის ფასი უკონტროლოდ იზრდება!", — აცხადებენ ისინი.
დეტალები: ხაბეიშვილის თქმით, 2012 წლისთვის 15 ლიტრის შესაძენ ფასად ახლა 10 ლიტრის ყიდვაა შესაძლებელი.
ენმ-ის ლიდერმა მოსახლეობის სახელით დასვა კითხვა, თუ როგორ ორმაგდება საწვავის ფასი ბენზინგასამართ სადგურზე, როდესაც, მისი თქმით, საწვავის საქართველომდე შემოტანა 1.65 თეთრად ხდება.
- ლევან ხაბეიშვილი: "თვალსაჩინოებისთვის, უნდა დავიწყო პირდაპირ საქმით. ერთ ხელში მიჭირავს 15-ლიტრიანი ავზი და მეორე ხელში 10-ლიტრიანი ავზი. ფაქტობრივად, 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა 15 ლიტრიდან 5 ლიტრი მოგვპარა. თანხით, რომლითაც თავის დროზე შეიძენდით 15 ლიტრ საწვავს, ახლა შეიძენთ 10 ლიტრ საწვავს. პირობითად, თუ გადავალთ 20 ლიტრზე, იქ უკვე 10 ლიტრს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ჰპარავს მოსახლეობას."
კონტექსტი: ბოლო დროს ოპოზიცია ხშირად საუბრობს ფასების მომატებულ ზრდასა და სიღარიბეზე. ამის პასუხად, სამთავრობო პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის "პიარული სახადია."
მაგალითად,
- 13 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს პარტიები რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, დღეისათვის კუპონები გვექნებოდა და მილიონები ეღირებოდა პური თუ სხვა პროდუქტი: "ისინი საქართველოს ომისკენ მიაქანებდნენ; ჩვენ დღეს უკვე ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით ნანგრევებში, სადაც საუბარი არ იქნებოდა, რაღაც ათი თეთრით გაძვირდა თუ გაიაფდა."
- იმავე დღეს, სოციალურ და ეკონომიკურ სიდუხჭირეზე კომენტირებისას, პრობლემის ნაცვლად ოპოზიციაზე ფოკუსირდა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძეც: "დღეს ფასების ზრდაზე ლაპარაკობს ის ხალხი, ვინც ითხოვდა რუსეთთან სანქციების დაწესებას და ეკონომიკის ჩამოშლას, მაშინ გენახათ ფასების ზრდა და ხალხის გაჭირვება", — თქვა მან.
ბოლო ხაზი: ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება "გამოგონილ პრობლემას" უწოდებს საწვავის ფასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, და ისაუბრა იმის შესახებაც, თუ როგორ აისახება საწვავის ფასი ზოგადად, სამომხმარებლო პროდუქტების ფასების ზრდაზე.
- "ამ პრობლემის გადაჭრი გზებზე და გამოსავალზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ და მათ უნდა ჰქონდეთ პასუხები და არა ცინიზმი, დაცინვა საქართველოს მოქალაქეებზე და არა იმის თქმა, რომ თურმე, ხალხს არ უჭირს", — თქვა მან.
მსგავსი: ირაკლი კუპრაძე: საქართველოში 261 700 სამუშაოს მაძიებელია, ეს ტოტალურ უმუშევრობას ნიშნავს!
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები