ცნობილია პირველადი გარემოებები და ვერსიები თბილისში მომხდარი აფეთქების შესახებ
ფოტო: სქრინი იმედის რეპორტაჟიდან
მოკლედ: პირველადი ვერსიით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში.
- საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 93 ოჯახი ცხოვრობს, ძლიერი აფეთქება მოხდა 14 მარტს, გამთენიისას.
-
აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მოხდა, კომერციულ ფართში, სადაც სუპერმარკეტის გახსნა იგეგმებოდა.
-
აფეთქებამ ნგრევა გამოიწვია და დაზიანებულია ავტომობილებიც შენობის წინ.
-
შემთხვევის შედეგად, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არავის მიუღია.
-
ადგილზე ისევ მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
რას იკვლევს გამოძიება: On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია 240 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.
დეტალები: გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევაზე მიმდინარეობს, თუმცა "უშუალოდ კომერციულ ფართს გაზი არ მიეწოდებოდა", — უთხრა ტელეკომანია იმედს ირაკლი დეკანოიძემ, ის არის სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსი.
- "აფეთქება გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვებამ — ჩვენ, ამ ვერსიას, არც ვადასტურებთ და არც უარვყოფთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯგუფებს, კორპუსის დაზიანების გამო, არ მიეცა საშუალება შესულიყვნენ და დაეთვალიერებინათ.
- თუმცა, ეს ვერსია მომდინარეობს იქიდან, რომ პირველ სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და შესაძლებელია, იქ ყოფილიყო რაიმე ინციდენტი გაზის დანადგარებთან, ან გაზის ქსელთან დაკავშირებული", — თქვა მან სატელევიზიო კომენტარში.
მედიასთან კომენტარი გააკეთა თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა და აფეთქების გამომწვევ მიზეზად დაასახელა ბუნებრივი აირის გაჟონვა.
რა ვიცით ოჯახების მდგომარეობაზე: თბილისის მერია ირწმუნება, რომ დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს.
ოჯახების სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.
- თბილისის მერია: "კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ."
- ვითარება შემთხვევის ადგილზე: აფეთქებიდან მალევე, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ასევე, თბილისის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები