წალკაში სასკოლო ოთახების კურთხევის შემდეგ, სამინისტროს საჯარო სკოლებში რელიგიურად ნეიტრალური გარემოს შექმნისკენ მოუწოდებენ
მოკლედ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მოუწოდებს, საჯარო სკოლებში რელიგიურად ნეიტრალური, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს ხელშეწყობისთვის საჭირო პოზიტიური და სისტემური ღონისძიებები გაატაროს.
რა მოხდა: SJC-ის მიხედვით, 2024 წლის 2 თებერვალს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ქრისტიანმა სასულიერო პირებმა, საგაკვეთილო პროცესის დროს, საკლასო ოთახები აკურთხეს და კედლებზე ჯვრები გააკრეს.
- პროცესში მონაწილეობას სკოლის დირექტორიც იღებდა, მოსწავლეები და მათი მშობლები კი წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულნი საკლასო ოთახების კურთხევის შესახებ.
- სკოლის პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა მომხდარზე და სამართლებრივი რეაგირება მოახდინა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიხედვით, მომხდარის შესწავლა შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დაიწყო და სკოლის დირექტორის მხრიდან, ზოგადი განათლების კანონის მოთხოვნების დარღვევაც დაადგინა.
- "სამინისტრომ მომხდარზე რეაგირება სკოლას მოსთხოვა და არ დაუზუსტებია, თუ რა ტიპის ღონისძიებები უნდა გატარდეს სკოლაში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის", — წერს SJC.
რატომ არის ეს პრობლემა: SJC წერს, რომ საჯარო სკოლებში კვლავ ხდება პროზელიტიზმი და რელიგიური ინდოქტრინაცია და ამაზე სახალხო დამცველის ანგარიშებიც მიუთითებს.
პროზელიტიზმი განიმარტება როგორც სხვების საკუთარ რწმენაზე გადაყვანის სწრაფვა, ხოლო ინდოქტრინაცია არის სახელმწიფოს და ორგანიზაციების მხრიდან, კომპლექსური რეკლამისა და პროპაგანდის მეშვეობით მოსახლეობის ცნობიერებაში შეხედულებათა გარკვეული სისტემისა და სტერეოტიპების ჩანერგვა და ჩამოყალიბება.
- სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ამბობს, რომ ხშირია რელიგიური რიტუალების აღსრულება გაკვეთილებზე, მათ შორის, ლოცვა სწავლის დაწყების წინ, აკადემიურ დროს სასულიერო პირების სკოლაში მისვლა და მოსწავლეების დალოცვა, კურთხევა და ქადაგება, "ასევე, სკოლის ტერიტორიებზე არსებობს სამლოცველო კუთხეები და ხდება რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით გამოფენა.
რას ამბობს კანონი: SJC აღნიშნავს, რომ საქართველოში, საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში რელიგიური ნეიტრალიტეტის მარეგულირებელი სხვადასხვა აქტები მოქმედებს, რომელიც "ექსპლიციტურად კრძალავს საჯარო სკოლებში რელიგიურ ინდოქტრინაციას, პროზელიტიზმსა და დისკრიმინაციას".
- ზოგადი განათლების შესახებ კანონი: კანონის მე-18 მუხლი გამორიცხავს მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლებისათვის ისეთი ვალდებულებების დაკისრებას, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენასა და სინდისს.
- მე-13 მუხლი კრძალავს "საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენებას".
- გარდა ამისა, კანონით დაუშვებელია, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებით განთავსება, საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში რელიგიური რიტუალის ჩატარება, მათ შორის აკადემიური მიზნებით.
"იმის გამო, რომ ექსპლიციტური საკანონმდებლო აკრძალვების მიუხედავად, საჯარო სკოლებში კვლავ ხშირია რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის შემთხვევები, არსებითია სახელმწიფომ პროაქტიული მიდგომებით და სისტემური ინტერვენციებით ხელი შეუწყოს საჯარო სკოლებში ინკლუზიური და თანასწორი საგაკვეთილო და სოციალური გარემოს მშენებლობას", — წერს SJC და განათლების სამინისტროს მოუწოდებს:
- საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი, ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში მოქმედ საჯარო სკოლებში, შეისწავლოს რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის შესაძლო შემთხვევები, ტენდენციები და მათი გავლენა არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებებსა და ინკლუზიაზე.
- პრობლემის შესწავლის პროცესში გაითვალისწინოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან კონსულტაციების გავლის მნიშვნელობა.
გარდა ამისა,
- სამინისტრომ აქტიურად უნდა აამაღლოს სკოლების ადმინისტრაციის და მასწავლებლების ცოდნა და სენსიტიურობა ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისი მოთხოვნებისა და უფლებრივი სტანდარტების შესახებ;
- უნდა შეიმუშაოს საჯარო სკოლებში თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი
- საჯარო სკოლებში წაახალისოს მულტიკულტურული პროგრამები და პროექტების განხორციელება, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული როგორც სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, ისე ადგილობრივი თემი.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები