მეცნიერებმა ADHD-ისა და ჰიპერსექსუალობას შორის კავშირი გამოავლინეს
მიუხედავად იმისა, რომ სექსსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის ურთიერთქმედება კარგად არის შესწავლილი, დაზუსტებას მაინც ბევრი რამ საჭიროებს. და აი ახლა, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ არსებობს საინტერესო კავშირი ერთი შეხედვით ორ განსხვავებულ აშლილობას შორის.
ახალ კვლევაში, რომელიც Journal of Affective Disorders Reports-ში გამოქვეყნდა, იტალიელი ფსიქოლოგების ჯგუფმა ADHD-ის, დაპრესიასა და ჰიპერსექსუალობას შორის კავშირი გამოავლინეს. კვლევის თანახმად, ასეთი სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის სექსი ერთგვარი "თვითმკრუნალობა" შეიძლება იყოს.
ცნობისთვის, ADHD მენტალური ჯანმრთელობის დარღვევაა, რომელსაც შეიძლება ჰიპერაქტიურობა და იმპულსური ქცევა ახლდეს. ასევე ADHD-ს მქონე ადამიანებს, შესაძლოა ყურადღების მოკრებისა და საქმეზე კონცენტრირების პრობლემა ჰქონდეთ.
კვლევის ავტორებმა PsyPost-ს განუცხადეს, რომ ADHD-ის მქონე ადამიანებში ჰიპერსექსუალობის უფრო მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
ონლაინ კითხვარის გამოყენებით, იტალიელმა ფსიქოლოგებმა შეაფასეს ADHD-ის სიმპტომები და ჰიპერსექსუალობის შემთხვევები 18-დან 79 წლამდე ასაკის 309 მონაწილეში. მათ დაადგინეს, რომ რესპონდენტთა ჰიპერსექსუალური აზრები და მოქმედებები იზრდებოდა, როდესაც ისინი იყვნენ დეპრესიული და მცირედ ფსიქოზური მდგომარეობებისას.
როგორც წინა კვლევებმა აჩვენა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმპულსურობაა, რომელიც როგორც ADHD-ის, ისე ჰიპერსექსუალობასაც ახასიათებს. მკვლევრების თქმით, როდესაც ადამიანი ჰიპომანიასა და დეპრესიას განიცდის სექსი ერთგვარი დამამშვიდებელი და სტრესის შემამსუბუქებელი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ეს შეიძლება ხდებოდეს არა მხოლოდ იმპულსურობის გამო.
"ზოგჯერ ნეგატიური ემოციები და ემოციური რეგულაციის სირთულეები სექსუალური ქცევების ტრიგერი ხდება", — განუცხადეს მკვლევარებმა PsyPost-ს.
აღსანიშნავია, რომ კვლევამ ძირითადად ქალები მოიცვა. რესპონდენტთა 67%-ზე მეტი ქალი იყო. ამ მიმართულებით შემდგომი კვლევები აუცილებელია, მაგრამ ის ასევე აშუქებს ADHD-სა და ჰიპერსექსუალობას შორის კავშირს ქალებში. ეს ის სფეროა, რომელიც წლების განმავლობაში არ იყო შესწავლილი, ხშირად ხდებოდა სტიგმატიზირება და არასწორად გაგება.
კომენტარები