რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 22 წლის ქართველ მებრძოლს, რომელიც მარიუპოლში იბრძოდა
ფოტო: დონეცკის ე.წ. პროკურატურა
მოკლედ: დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 22 წლის ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, რომელმაც სამი რუსი ჯარისკაცი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
- ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული გამოცემა Lenta.ru პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.
დეტალები: კონკრეტულად, ის დამნაშავედ ცნეს 359-ე (დაქირავებული პირის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) და 317-ე (ჯარისკაცის სიცოცხლეზე ხელყოფა იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალოს მის კანონიერ საქმიანობას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად) მუხლებით.
- რუსეთის პროკურატურის მიხედვით:
- გაწერელია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის მარტში ჩავიდა და კონტრაქტი გააფორმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, რის შემდეგაც გაიარა მომზადება და გაგზავნეს მარიუპოლში.
- 2022 წლის 1 აპრილს, საბრძოლო პოზიციაზე, ბინაში ცეცხლი გაუხსნა ოთხ რუს ჯარისკაცს, რომელთაგან სამი მოკვდა.
- ორი კვირის შემდეგ, სხვა საბრძოლო პოზიციაზე, გაწერელიამ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფს ორი ყუმბარა ესროლა.
რა ვიცით გაწერელიას შესახებ: ამერიკის ხმის ინფორმაციით, გაწერელია აზოვსტალის დაცვაში მონაწილეობდა.
- ის აფხაზეთიდან დევნილია.
- მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა მარიუპოლში, მტრის ალყაში მოქცეული, უკრაინის არმიის ქვედანაყოფები პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას დაემორჩილნენ და აზოვსტალი დატოვეს.
- "2022 წლის დასაწყისში გაწყვიტა კონტრაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და მარტში წავიდა მოხალისედ უკრაინაში. საკუთარი სურვილით. სწამდა რომ ეს იყო ბრძოლა საქართველოსთვის. შემდეგ, როცა მარიუპოლში ვითარება გართულდა, ასევე საკუთარი ინიციატივით შეუერთდა აზოვსტალის დამცველებს. 8 დეკემბერს, ტყვეობაში 22 წლის გახდა", — უთხრა მამუკა გაწერელიას დედამ ამერიკის ხმას.
NEWS.On.ge საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდება პასუხს, თუ რა ზომების მიღებას გეგმავს ხელისუფლება გაწერელიას საქმესთან დაკავშირებით.
მასალა, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, განახლდება.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები