მთვარე ზომაში მცირდება და ეს პრობლემაა
დედამიწიდან ამის შემჩნევა ძნელია, მაგრამ მთვარე ზომაში მცირდება. ამის მიზეზი თანამგზავრის გაგრილებაა. შემცირება რამდენიმე მილიონ წელიწადში დაახლოებით 45 მეტრია, მაგრამ ეს შეიძლება პრობლემა იყოს.
ასევე: პლანეტა მერკურის ზომა მცირდება — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, ეს მთვარის სამხრეთ პოლუსთან ძვრების გამომწვევი ხდება. რაც კვლევას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, არის ის, რომ კონკრეტული ტერიტორია ასტრონავტების დაშვების ადგილია. შესაბამისად, თუ მთვარეზე კოსმოსური სადგურის აშენებას ვაპირებთ, უმჯობესია ის გეოლოგიურად არასტაბილურ ზონაში არ მოვათავსოთ.
"ჩვენი მოდელირების მიხედვით, მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში ძლიერი რყევები შეიძლება დაიწყოს. თანამგზავრზე ბაზების აშენების მხრივ ეს საკითხი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ", — ამბობს პლანეტარული მეცნიერი ტომ უოტერსი.
კვლევა ფოკუსირებული იყო მთვარის Lobate Scarp-ზე, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეულია ტექტონიკური აქტივობით.
კვლევის თანახმად, აპოლოს სეისმომეტრების მიერ დაფიქსირებული უძლიერესი ძვრები სწორედ ამ პროცესების გამოწვეული იყო. ეს 5 მაგნიტუდის რყევები იყო და ის რამდენიმე საათს გაგრძელდა.
თანამგზავრის ზედაპირს მილიარდობით წლის განმავლობაში უამრავი ასტეროიდი და კომეტა ეჯახებოდა. შედეგდ, მივიღეთ დიდი რაოდენობით ფხვიერი მასალა, რომელიც ბიძგებს უწყობს ხელს.
მთვარეზე რყევების მხრივ მეცნიერებს ჯერ კიდევ მცირე ინფორმაცია აქვთ. შესაბამისად, ყოველი ასეთი კვლევა და ახალი ინფორმცაია მთვარის მომავალი მისიებისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.
"Artemis-ის მისია მთვარეზე ადამიანს აბრუნებს. ამჯერად, ჩვენ იქ ბაზების მოწყობა გვინდა, ამიტომ ეს მონაცემები ჩვენთვის მნიშვნელოვანია", — ამბობს გეოლოგი ნიკოლას შმერი.
კვლევა Planetary Science Journal-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები