იცით, რა საერთო აქვს საფუარ სოკოს ცომის აფუებასთან ან ღვინისა და ლუდის დაყენებასთან? ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმი ამ ყველაფერთან უშუალო კავშირშია, რადგან სათანადო ბიოქიმიურ პროცესებს უწყობს ხელს.

სწორედ ასეთი პროცესია ფერმენტაცია, რომლის შესახებაც ნათია ადამაშვილი, ბიოლოგიის მასწავლებელი, გვესაუბრება. პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებში მომზადებულ ახალ ვიდეოში ის საფუარი სოკოების მოქმედების პრინციპს გაგვაცნობს, სადემონსტრაციოდ საინტერესო ექსპერიმენტს შემოგვთავაზებს და აგვიხსნის, როგორ ბერავს სოკო ბუშტს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.