რა იქნება მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პრემიერად კობახიძეს წარადგენს
რა ხდება: დღეს, 1-ელ თებერვალს, მმართველი პარტია ქართული ოცნება ყრილობას მართავს. ეს პარტიის რიგით მერვე ყრილობაა და ის უკვე მიმდინარეობს სასტუმროში პარაგრაფი თბილისი.
დეტალები: როგორც ცნობილია, 14:00-სთვის, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს — ირაკლი კობახიძეს.
- კობახიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს იკავებდა 2021 წლის იანვრიდან.
- ირაკლი კობახიძის ნაცვლად, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილს დანიშნავენ.
- შიდა პარტიული და სამთავრობო ცვლილებები მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ მოსვლას: 2023 წლის 30 დეკემბერს ის პარტიის ყრილობას დაესწრო და ოცნებამ პარტიის საპატიო თავმჯდომარედ გამოაცხადა.
გაიგე მეტი: რა თქვა ივანიშვილმა პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებისას
პროცედურულად: მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის თაობაზე განაცხადა, კანონის მიხედვით, უფლებამოსილება შეჩერდა მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობას და ახლა ისინი მოვალეობის შემსრულებლები არიან.
- სამთავრობო იმედის მიხედვით, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი, ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამას საქართველოს პარლამენტს ხვალ, 2 თებერვალს წარუდგენს.
- კობახიძე ასევე წარადგენს პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას.
- იმედი აცხადებს, რომ მოსალოდნელია, შეიცვალოს რამდენიმე მინისტრი.
- საქართველოს პარლამენტს ხვალიდან, 2 თებერვლიდან ექნება მომდევნო 2 კვირა იმისთვის, რომ ნდობა გამოუცხადოს პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატსა და მინისტრთა კაბინეტს.
კონტექსტი: მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოულოდნელად დატოვა პრემიერ-მინისტრობის პოსტი 29 იანვარს, დღის ხუთ საათზე.
- მის განცხადებას წინ უძღოდა სახელისუფლებო ტელეარხის, იმედის მიერ, იმავე დღის დილით გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს პრემიერად კობახიძე შეცვლის, კობახიძეს კი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს პარტიის თავმჯდომარედ.
- ღარიბაშვილი მეორე ვადით პრემიერ-მინისტრად 2021 წელს დანიშნა ოცნების პოლიტსაბჭომ მას შემდეგ, რაც პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა.
- მანამდე, ღარიბაშვილი ამ პოზიციას 2013-დან 2015 წლის დეკემბრამდე იკავებდა.
გაიგე მეტი: რა იყო ღარიბაშვილის პრემიერობის ბოლო სიტყვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები