ფრინველის გრიპით პოლარული დათვი მოკვდა — ეს პირველი შემთხვევაა
პოლარული დათვები შორეულ და ექსტრემალურ გარემო პირობებში ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, დაავადებები მათაც აგნებენ და აი ახლა ისტორიაში პირველად, H5N1 შტამმა ალასკას ჩრდილოეთ რეგიონში პოლარული დათვი შეიწირა.
დათვის ცხედარი ოქტომბერში იპოვეს და მისი სიკვდილის მიზეზი დეკემბერში დადასტურდა.
ალასკას გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პოლარული დათვის სიკვდილის მიზეზად ფრინველის გრიპი დასახელდა. რაც საინტერესოა, ცხოველს ვირუსი სიკვდილის დღეს შეეყარა.
ადამიანებისთვის ფრინველის გრიპის ვირუსისგან საფრთხე ძალიან დაბალია, თუმცა, დაავადებამ უკვე შეიწირა მილიონობით ფრინველი ჩრდილოეთ ამერიკაში. დაავადების იგივე შტამი ვრცელდება ევროპისა და აზიის დიდ ნაწილზეც.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ პოლარული დათვი ფრინველის ხორცისგან დაავადდა. მათი თქმით, დათვმა ვირუსისგან მოკლული ფრინველის ხორცს მიაგნო და ის შეჭამა.
ცნობისთვის, დაბალი ტემპერატურის გამო ვირუსი უფრო დიდხანს ძლებს.
მკვლევრების თქმით, ვირუსი შეიძლება სხვა პოლარულ დათვებშიცაა გავრცელებული.
პოლარული დათვების გლობალური პოპულაცია IUCN-ის წითელ ნუსხაშია შეყვანილი და გადაშენების პირასაა. პოლარულ დათვებს საფრთხე ძირითადად ყინულის შემცირების გამო ემუქრებათ.
კომენტარები