როგორია სიბერის ევოლუცია და რა როლს თამაშობს ის
სიბერე ტკივილთან და პრობლემებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ახალი კვლევა ამ ყველაფრის უფრო ფართო სპექტრიდან დანახვას გვთავაზობს. ამ გადმოსახედიდან დაბერებით ჩვენს სახეობას ევოლუციაში ვეხმარებით.
ის რაც ოდესღაც გარდაუვალად მიიჩნეოდა (სიბერე), ახლა ზოგიერთი მეცნიერისთვის დაავადებაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სახეობა საერთოდაც ძალიან ნელა ბერდება — არსებობს უკვდავი მედუზაც.
ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება
ჩნდება შეკითხვა, არის თუ არა დაბერება უბრალოდ ბიოლოგიის გვერდითი პროდუქტი, თუ კიდევ რაიმე სხვაა, რომელსაც ევოლუციური უპირატესობები გააჩნია. მკვლევრები ცდილობენ დაბერების ევოლუციაში უკეთ გაერკვნენ.
ახალი კვლევა ეფუძნება კომპიუტერულ მოდელს, რომელიც შემუშავებულია უნგრეთის ეკოლოგიური კვლევის HUN-REN ცენტრის მიერ. კვლევის მიხედვით, სიბერეს ევოლუციური უპირატესობა გააჩნია და ის შეიძლება დადებითად შეფასდეს.
ბოლო წლებში მეცნიერებმა დაბერების გარდაუვალობა და მასთან დაკავშირებული ფიზიკური მონაცემების გაუარესება გამოიკვლიეს. მოდელის მიხედვით, გარკვეულ სიტუაციებში, სიბერის ფენომენი სახეობისთვის სასარგებლოა.
"დაბერებას შეიძლება ჰქონდეს ევოლუციური ფუნქცია. ეს შეიძლება იყოს სელექციური სიბერე. ჩვენ სწორედ ეს სელექცია შევისწავლეთ", — თქვა ევოლუციურმა ბიოლოგმა ეორს შატმარიმმა.
ასეთ სიტუაციებში ძლიერ ევოლუციურ ზეწოლასთან (როგორიცაა მტაცებლები ან გარემოს ცვლილება) გვაქვს საქმე. აქ მნიშვნელოვანია შთამომავალის ფაქტორი, სადაც დიდ როლს გადაცემური გენები თამაშობს.
"მაგალითად, შესაძლებელია, რომ ცვალებად გარემოში დაბერება და სიკვდილი სახეობისთვის უპირატესი იყოს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ახალი შთამომავალი და მისი განახლებული გენები, რომელიც ევოლუციურად გარემოს უკეთ მოერგება", — თქვა შატმარიმმა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბუნებრივი დაბერება და სიკვდილი სივრცეს აჩენს ახალი თაობისთვის, რომელსაც შეიძლება გენების უკეთესი კომბინაცია ჰქონდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი, როგორც სახეობა შეპყრობილია დაბერების შეჩერებით, თავად დაბერებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ევოლუციური უპირატესობის თვალსაზრისით — როლი, რომლის შესწავლასა და გაგებას მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ.
"ევოლუციურ ბიოლოგიაში დაბერების სრულად ახსნა ჯერ არ მომხდარა. ამ მხრივ ჯერ კიდევ არის ღია საკითხები და ჩვენ მათ ახლა ვსწავობთ", — აღნიშნულია კვლევაში.
კვლევა BMC Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები