ჯუანშერ ბურჭულაძე

18 Dec. 2023, 14:12

ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ადგილობრივი წარმოება. თანამედროვე ბრძოლებში დრონები ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და უკრაინამ ეს კარგად დაგვანახა. უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით, ჩვენ ომამდე უკვე გვქონდა მოლაპარაკება ძალიან წარმატებულ პოლონურ კომპანიასთან და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო დელტაში. მიუხედავად იმ სირთულისა, რაც ხდება დღეს შეიარაღების ბაზარზე, ზოგადად, არსებითად შეცვლილია ომის შემდეგ შეიარაღების ბაზარი, იცით თქვენ რამხელა მოთხოვნაა, ფაქტიურად რამოდენიმე წელი უნდა ელოდო, რომ მიიღო რაიმე შეიარაღება. ჩვენ ომამდე ეს პროცესი უკვე დაწყებული გვქონდა და ამან ძალიან დაგვაწინაურა შესყიდვებში და ასევე, წარმოების მიმართულებით. 

გვაქვს ძალიან ამბიციური შაშხანების პროექტი. ჩვენ, ზოგადად, ნატოს სტანდარტზე უფრო მეტი სიმკაცრით მოვითხოვეთ წარმოების სტანდარტები. შესაბამისად, ამ მიზანს, რა თქმა უნდა, მივაღწევთ და გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანებიც და დრონები, როგორც აღვნიშნე უკვე იწარმოება საქართველოში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ