რაფაილ შეპელევი, რომელიც კირბალიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, რუსეთის ციხეში აღმოჩნდა
ფოტო: currenttime.tv
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა ხდება: საქართველოში გაუჩინარებული აქტივისტი რაფაილ შეპელევი რუსეთში, ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ტერორიზმში სდებენ ბრალს, ინფორმაციას რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია პერვი ოტდელი წერს.
- მათ განცხადებაში წერია, რომ შეპელევი რუსი სამართალდამცველების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.
- "მათ მოტყუებით გადაიყვანეს შეპელევი თბილისიდან ცხინვალის რეგიონში, იქ დააკავეს, გადაიყვანეს ვლადიკავკაზში, შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა და აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, შემდეგ კი ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს", — წერია განცხადებაში.
- მათივე ცნობით, ეტაპირება თითქმის თვენახევარი გაგრძელდა — მინვოდის, ვოლგოგრადის, სარატოვის, ყაზანის, იჟევსკის, პერმის და ეკატერინბურგის გავლით. ნიჟნი-ტაგილში აქტივისტი გასულ კვირას ჩაიყვანეს.
- "პერვი ოტდელის" ცნობით, შეპელევს ბრალდება წარუდგინეს ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მუხლით, რომელიც 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ასევე, "ტერორიზმის გამართლების" მუხლით, რომლის პატიმრობის ზომა 5-დან 7 წლამდე ვადით განისაზღვრება.
რა ვიცით რაფაილ შეპელევის გაუჩინარების შესახებ: რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე ორგანიზაცია "არტპოდგოტოვკას" წევრი თბილისიდან, ბინიდან 12 ოქტომბერს გავიდა.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეპელევის ძებნა მისი გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს.
- გაესაუბრნენ ყველას, ვისაც შეიძლებოდა მასზე რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა.
- დაათვალიერეს ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს შეპელევი მისი საცხოვრებელი მისამართიდან ჯერ გორში, შემდეგ კი — ტაქსით სოფელ კირბალის მიმართულებით წავიდა.
- ტაქსის მძღოლისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, რუსმა აქტივისტმა, ტაქსიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ.
- შსს-მ საქმე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა.
ბოლო ხაზი: რაფაილ შეპელევი რუსი აქტივისტია, რომელიც წარსულში რამდენჯერმე დააკავეს საპროტესტო აქციების დროს, მათ შორის - ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე.
- შეპელევი საქართველოში საცხოვრებლად 2021 წელს გადმოვიდა.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები