საქართველოს ბანკის მხარდაჭერით იდეა დეველოპმენტი ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით იდეა დეველოპმენტი ახალ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს — იდეა პანორამას, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, გ. დანელიას ქუჩაზე ახორციელებს.
იდეა პანორამას თანამედროვე კონცეფციის პროექტი მოიცავს 3 დამოუკიდებელ ბლოკს, რომელიც 3 ჰექტარზე აშენდება. საწყის ეტაპზე დაგეგმილია პირველი ბლოკის მშენებლობა, რომელიც 12 890 კვ.მ-ზე სამ საოფისე/კომერციულ და 11 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს გულისხმობს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება სკვერი, საბავშვო სათამაშო ზონებით, პადელის მოედანი, ღია და დახურული ავტოსადგომი და სხვა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, საერთო სარეკრეაციო ზონების, მათ შორის სასეირნო ბილიკებისა და საერთო გამწვანებულ ტერასის მოწყობა. მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
"პროექტის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობა წარმოადგენს. გვსურდა, ჩვენი მობინადრეებისთვის შეგვექმნა ბალანსი ქალაქსა და ბუნებას შორის და შესაბამისად, მათ შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ ბუნებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი პანორამული ხედებით და სულ რამდენიმე წუთში აღმოჩნდნენ ცენტრალურ ლოკაციებთან (ქალაქის ცენტრალური პარკი; ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა; საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდი; მეტრო უნივერსიტეტი და სხვა.) ამასთანავე, შენობას აქვს უნიკალური არქიტექტურა, რომელიც იმეორებს ბუნებრივ რელიეფს და ერწყმის გარემოს. იდეა პანორამას თითოეული ბინიდან იშლება ულამაზესი ხედი მდინარე ვერეს ხეობაზე და სწორედ ამიტომ, პროექტის ყველა ბინას აქვს მრავალფუნქციური ტერასა და აპარტამენტების თითოეული ოთახი მიმართულია ხედისკენ. პროექტი ასევე გამოირჩევა მაღალი საინვესტიციო პოტენციალით, რადგან ის სწრაფად განვითარებად ტერიტორიაზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს ბანკის მიერ არის დაფინანსებული, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის სიმშვიდეს იდეა პანორამაში ინვესტირებისას", — აცხადებს სანდრო თავხელიძე, იდეა დეველოპმენტის დამფუძნებელი.
"საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. იდეა დეველოპმენტთან პარტნიორობის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი — იდეა პანორამა ხორციელდება, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. აქვე, აღსანიშნავია რომ ფინანსური ინსტიტუტი მრავალი წელია ოქსონ სოლუშენთან პარტნიორობს, რომლის მენეჯმენტის ქვეშ ერთიანდება იდეა დეველოპმენტი და მკისა, რომელმაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნუშისა და მოცვის ბაღები გააშენა. მოხარული ვართ, რომ კომპანია მუდმივად ვითარდება და გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ მის გაძლიერებას. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია", — განაცხადა გიორგი სახვაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
კომენტარები