ლევან დოთიაშვილი

10 Nov. 2023, 15:12

დამიზნებით გვესროდნენ მანქანიდან, ესროდნენ საბურავებს, იყო გამიზნული სროლა. ჩვენ მანქანაში ვისხედით. შეიძლება, დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთო. ყოველ შემთხვევაში, არ გაგვიგია და სროლა-სროლით მოგვდევდა. ბევრი გაისროლა.

მე თავად ვნახე ნატყვიარები. თამაზ გინტურს ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი. ერთი თქვა, დამჭრაო. ვკითხე, მოგარტყა დიმიტრიჩ-თქო, და კიო, მითხრა მერე "ვსო".

გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე. ამ დროს, დანარჩენი რუსი ჯარისკაცები ამოვიდნენ და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით. ვინ ისროლა დავინახე, მაგრამ ცნობით არ ვიცნობ.

სროლის შემდეგ, 7 ჯარისკაცი 5-6 წუთის მერე ამოვიდა.

თამაზი რომ მანქანიდან გადმოვიყვანე, სასწრაფოში რომ დავრეკე, ყველას რომ გავაგებინე, 7 კაცი მოვიდა და წამიყვანეს.

გზაში იყო შეურაცხყოფაც და დარტყმაც. მირტყამდა ერთი კონკრეტული ადამიანი. ყველა იყო იარაღით, ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე.

— უთხრა მედიას ლევან დოთიაშვილმა. ის უკანონოდ გაიტაცეს ოკუპანტებმა სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან, 6 ნოემბერს, ხოლო თამაზ გინტური მოკლეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის ტრასების სააგენტოს" (MTA) ინფორმაციით, საქართველოს მთის…