ლევან იოსელიანი

8 Nov. 2023, 16:29

გილოცავთ, დღეს ევროკომისიამ მოგვცა ისტორიული შანსი დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს.

ევროპა ჩვენთვის არის ადგილი, სადაც ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და პატივი შეუფასებელია, ადგილი, სადაც მმართველობა რეალურად დემოკრატიულია, ხოლო კანონი უზენაესია და საყოველთაო.

მინდა დიდი ილიას სიტყვები მოვიშველიო — "ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოველისფერისა".

გილოცავთ განახლების ეპოქაში შესვლის პირველ ნაბიჯს და იმედს გამოვთქვამ, რომ დეკემბერში ევროსაბჭო გაითვალისწინებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას და საქართველო სტატუსს მიიღებს. შემდეგ კი ახალი გამოწვევებისა და ცვლილებებისთვის მოვემზადოთ.

— განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა. დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ