ილონ მასკმა ახალი ჩატბოტი წარადგინა
გაიცანით Grok — ახალი ჩატბოტი, რომელიც xAI-იმ შექმნა.
ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა ახალი ჩატბოტი წარადგინა. Grok ეს xAI-ის ახალი ჩატბოტია, რომელიც მძლავრ ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.
მასკის კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჩატბოტი მომხმარებლებს შეკითხვებზე პასუხის მიღებასა და ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
Grok-1-ს შეუძლია გაუმკლავდეს ამოცანებს, როგორიცაა მათემატიკა, მსჯელობა და კოდირება.
მასკის თქმით, ჩატბოტი ისეთ ცხარე შეკითხვებსაც პასუხობს, რომლებზეც სხვა AI სისტემებს პასუხი არ გააჩნიათ.
Grok ჯერ კიდევ ძალიან ადრეული ბეტა პროდუქტია. მიუხედავად ამისა, მან უკვე აჩვენა შთამბეჭდავი შედეგები.
xAI-ის გუნდის განცხადებით, ისინი ჩატბოტს ამ მომენტისთვისაც აუმჯობესებენ. და მაინც, იმისთვის, რომ ჩატბოტი განვითარდეს მასთან ინტერაქციია საჭირო. შესაბამისად, შემქმნელები მომხმარებლებს ჩატბოტთან კომუნიკაციას სთხოვენ.
გარდა ამისა, xAI-ში მიაჩნიათ, რომ ჩატბოტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ტექნოლოგიების ისე მეცნიერების განვითარების მხრივ.
ამ მომენტისთვის ჩატბოტზე წვდომა მხოლოდ აშშ-ში აქვთ.
მასკის თქმით, მალე Grok-თან კომუნიკაცია ყველას შეეძლება. ჩატბოტზე წვდომის მისაღებად შემდეგ ლინკზე უნდა გადახვიდეთ.
ვნახოთ რა იქნება შემდეგი და რას შემოგვთავაზებს მასკის ახალი ჩატბოტი.
კომენტარები