MAN-ის ავტობუსებს საქართველოში თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი ემსახურება
ფოტო: თეგეტა
"უმაღლესი ევროპული სტანდარტი" — ასე აფასებს გერმანული ბრენდი MAN საკუთარ პარტნიორს — თეგეტას. გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობა თითქმის ორ ათწლეულს ითვლის — თეგეტა MAN-ს საქართველოში 2006 წლიდან წარმოადგენს და დღემდე რეგიონში მისი საიმედო პარტნიორია. MAN-ის პირველი სერვისცენტრი საქართველოში სწორედ 2006 წელს აშენდა.
2008 წელს კი თანამშრომლობის ისტორია ახალ ეტაპზე გადავიდა — თეგეტას ცენტრალურ ფილიალთან და სათავო ოფისთან ერთად MAN-ის ავტორიზებული, ახალი სერვისცენტრიც გაიხსნა. ის სრულად შეესაბამება გერმანული ბრენდის სტანდარტებს, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე შრომის უსაფრთხოების, ინსტრუმენტებისა და დანადგარების თვალსაზრისით.
MAN-ის სტანდარტებითა და თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი მუნიციპალური ტრანსპორტის სერვისცენტრიც, რომელიც, თეგეტას მიერ ოპერირებად, 500-მდე სხვადასხვა ბრენდის ავტობუსს და მათ შორის, MAN-ის 234 ერთეულს ემსახურება. სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების გარანტს სერვისცენტრის აღჭურვილობა ქმნის, სადაც მხოლოდ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების თანამედროვე ინსტრუმენტებსა და დანადგარებს იყენებენ.
ფოტო: თეგეტა
ლევან აბესაძე, MAN-ის სერვისცენტრის ხელმძღვანელი: "MAN-ის ავტორიზებული სერვისცენტრი, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტს ემსახურება, ყველა საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს და უახლესი დანადგარებით გამოირჩევა. ჩვენი თანამედროვე დანადგარები მნიშვნელოვნად ამარტივებს სპეციალისტის საქმეს და ამცირებს სამუშაო დროს. უახლესი სტანდარტების აღჭურვილობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პროცესი კიდევ უფრო ოპერატიული იყოს. მაგალითად, სერვისცენტრს საშუალება აქვს, ყოველდღიურად 50-ამდე ავტობუსს სხვადასხვა ტიპის მომსახურება გაუწიოს, რათა ქალაქის მუნიციპალურ ავტოპარკში არსებული MAN-ის ავტობუსები შეუფერხებლად გადაადგილდეს და მგზავრები დაუბრკოლებლად გადაიყვანოს".
თეგეტას სერვისცენტრში ავტობუსების გამართული ოპერირებისთვის უახლესი სადიაგნოსტიკო დანადგარი ფუნქციონირებს, რომელიც ელექტროსისტემაში არსებულ ყველა შესაძლო ხარვეზს ოპერატიულად აღმოაჩენს, რაც მექანიკოსებს ხარვეზის აღმოფხვრის დროს კიდევ უფრო უმცირებს.
გამორჩეულია სამღებრო სამუშაოსთვის განკუთვნილი საშრობი კამერა, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს. დანადგარი აღჭურვილია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ამწეებით, ჰაერის ტემპერატურის რეგულირებადი და ნაკადის მართვის სისტემებით, რასაც იდეალური განათება ემატება. აპარატის გამოყენებით უმოკლეს დროში სამღებრო სამუშაოების მაღალ დონეზე შესრულებაა შესაძლებელი.
ლევან აბესაძე, MAN-ის სერვისცენტრის ხელმძღვანელი: „ჩვენს სერვისს მოქნილსა და საიმედოს ხდის სამუხრუჭე სისტემის კონტროლის სტენდი, რომლის დანიშნულებაცაა, შეამოწმოს ავტობუსის წინა და უკანა ღერძის მუშა მუხრუჭი, ასევე ხელის და ეფექტური მუხრუჭები. შეგროვებული ინფორმაცია კი აისახება როგორც მონიტორზე, ისე ელექტრონულად.
ჩვენთან შესაძლებელია სხვადასხვა სახისა და სირთულის სარობოტე-საშემდუღებლო სამუშაოს შესრულებაც, რაც უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, დაზიანებული ან დეფორმირებული ნაწილი ჩანაცვლდეს, აღდგეს და დაუბრუნდეს ქარხნულ გეომეტრიულ პარამეტრებს“.
მომდევნო წელს, თბილისის მუნიციპალური პარკის განახლების ახალი პროექტის ფარგლებში „თეგეტა“ დედაქალაქს დამატებით 160 ერთეული MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსით მოამარაგებს. აღნიშნული ავტობუსების სერვისისთვის კი თბილისში დეპოს აშენებაა დაგეგმილი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად თეგეტას მიერ აღიჭურვება. MAN-ის ავტორიზაციის გავლის შემდეგ კი ახალი ავტობუსების სერვისსაც თეგეტა უზრუნველყოფს.
--
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები