Stranger Things-ის მე-5 სეზონში მსახიობებს სპეცეფექტებით არ გააახალგაზრდავებენ
ფოტო: Netflix
De-aging კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვიზუალური ეფექტია, რომლის გამოყენებითაც მსახიობებს ეკრანზე აახალგაზრდავებენ. რადგან ნეტფლიქსის პოპულარული სერიალის, Stranger Things-ის, მეხუთე და ბოლო სეზონი იგვიანებს, ბევრი ეჭვობდა, რომ მსახიობებს სწორედ მსგავსი ტექნიკით გააახალგაზრდავებდნენ — მით უმეტეს, რომ მთავარი გმირების შემსრულებელი მსახიობების უმეტესობა მოზარდი აღარაა და ასაკის მატება უკვე თვალსაჩინოა.
სერიალის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა პროდიუსერმა და რეჟისორმა შონ ლევიმ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ყველა ზომას მიმართავდნენ, რათა მსახიობების ასაკის მატება ეკრანზე ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო. თუმცა, ახლა აკონკრეტებს, რომ სპეცეფექტები არ უგულისხმია და საქმეში ხელოვნური ინტელექტი არ ჩაერევა.
"მიკვირს, რომ ამ თემაზე ჩემი ნათქვამი ერთი წინადადება ასე გაიშალა", — აღნიშნავს ლევი, — "მთავარია, რომ ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ ამ სერიალით. შესანიშნავი მსახიობები გვყავს, ძმებ დაფერებს კი ძალიან რეალისტური პერსონაჟები ჰყავთ შექმნილი".
ფოტო: Netflix
Stranger Things-ის ამ დროისთვის ბოლო, მეოთხე სეზონის გადაღებების დაწყებიდან სამ წელზე მეტია გასული. მას შემდეგ სერიალის მსახიობების ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეიცვალა — მაგალითად, ილევენის შემსრულებელმა მილი ბობი ბრაუნმა, რომელიც Stranger Things-ის დაწყებისას (2016) სულ რაღაც 12 წლის იყო, იქორწინა კიდეც.
უცნობია, რა ეტაპზეა სერიალის დასკვნით სეზონზე მუშაობა. გადაღებები მაისში ჰოლივუდის სცენარისტებისა და მსახიობების მასშტაბური გაფიცვის გამო გადაიდო.
შონ ლევის თქმით, შემოქმედებით გუნდს "ერთი სული აქვს", როდის დაუბრუნდებიან საქმეს.
"მაყურებელს უნდა ახსოვდეს რომ, ჩვენ, ვინც Stranger Things-ს ვქმნით, ამ სერიალის ფანები ვართ ასევე", — ამბობს პროდიუსერი.
სანამ Stranger Things-ის მე-5 სეზონი გამოვა, ფანებს შეუძლიათ სერიალის ერთ-ერთ მთავარ გმირზე, ედიზე, დაწერილი წიგნით შეიქციონ თავი. ნაწარმოები, სახელწოდებით Flight of Icarus, 31 ოქტომბერს გამოიცა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გაზაფხულზე ნეტფლიქსმა Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დააანონსა.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები