"ჩემი დუმილის დრო დასრულდა" — პრეზიდენტის მიმართვის მთავარი აქცენტები
მოკლედ: საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, ასევე, მიმართა ოპოზიციას და საზოგადოებას.
- ეს არის პრეზიდენტის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ ის კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და ამით მმართველი პარტიის დეპუტატების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
"ჩემი დუმილის დრო დასრულდა" — ასე დაიწყო ზურაბიშვილმა 4-წუთიანი სატელევიზიო მიმართვა. თქვა, რომ თავს იკავებდა, სანამ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობდა.
ძირითადი აქცენტები:
"გული მეტკინა, თუმცა, ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს"
- "ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღეს დღეობით იყო დარჩენილი ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, სადაც კიდევ გარკვეულწილად, ნდობას იმსახურებდა. დღეიდან უკვე ესეც აღარ არის.
- ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლისაც უნდა რცხვენოდეს. ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, ასევე უნდა რცხვენოდეს. მხოლოდ სამმა ადამიანმა გადაარჩინა გარკვეულწილად, საკუთარი რეპუტაცია უფრო, ვიდრე — საკონსტიტუციოსი."
"დღეს, სცადეს, ერთი ქვით მოეკლათ ევროპული მომავალიც და დემოკრატიაც"
- "ეს [საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება], ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება იმ დროს, როდესაც, პრაქტიკულად, ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ასეთი დამახინჯებულია და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, გარდა ერთის — პრეზიდენტის ინსტიტუტისა.
ამიტომ, მინდა გაგამხნეოთ, გითხრათ თქვენ, საზოგადოებას და ყველას, ვინც მისმენს, რომ მე არსად მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი, ამ ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის.
სალომე ზურაბიშვილი
"ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა, მათს ოცნებებს არ გავამართლებ და არსად წავალ"
- "ქვეყანა, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს სხვადასხვა შტოებს შორის, ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად. ეს არის ოცნების მცდელობა, მაგრამ ოცნების ოცნების დრო დამთავრდა, მათს ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის; ეს მე არ მაინტერესებს,
მე მაინტერესებს, სად უფრო გამოვადგები ამ ქვეყანას, როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, თუ როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს — ამას ახლო მომავალი გვეტყვის"
- თქვენ მინდა გითხრათ, რომ მჯერა, რომ საზოგადოება ამ ევროპულ გზაზე არის გაერთიანებული და ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ შედეგს.
- პირველ შედეგს ამ წლის ბოლოს, რაც არ უნდა ხელს უშლიდნენ შიგნიდან ვიღაცები და მომავალი წლის ბოლოს უკვე შემდეგი ეტაპი. ამ ყველაფერს მივაღწევთ და მივაღწევთ ასევე, თავისუფალ არჩევნებს. ნურავინ დაკარგავს იმედს, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად.
"მივმართავ ოპოზიციას, გარეთ დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ"
- "პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა ვურჩიო, ყველას გადასაწყვეტია და მე ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ, მაგრამ მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ.
- შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ, თუ სიტყვას მომცემენ, თუ არადა გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძნობ, ვიცი, რომ არსებობს ქვეყანაში, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე".
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
კომენტარები