კახა კალაძე

24 Sep. 2023, 14:24

ეს არის ჩვეულებრივი, მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ შპანას ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი სახელი და გვარი, შემდეგ ამ ყველაფერს კოტე ზარნაძეს უკავშირებდნენ. ერთი რამ მინდა ვთქვა: ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა და გვახსოვს, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება საკრებულოს კედლებში. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ შემდეგ ვინმე ვინმეს დაპირისპირებოდა, ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. შესაბამისად, ის რაც მოხდა, უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს. 

რაც შეეხება მის წარსულს, არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, ვინ არის ირაკლი ეძგვერაძე, რას წარმოადგენს, როგორ ცხოვრობდა. ის იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა, ეს არ გამოუვიდა. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. შემდეგ „ქუჩის ბიჭობდა“ და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში. ახალგაზრდებს სცემდა აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით, რასაც წარმოადგენს მელია. 

ნიკა მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ბინძურ, ყველაფრის მკადრებელ ადამიანებად. ის ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს გააკეთებს. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაც ზღვარს არ გადადიან, მაგრამ მელია არის იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, არც კოტე ზარნაძეა რაიმე კავშირში აღნიშნულ ჩხუბთან და დაპირისპირებასთან და არც მე. ეს არის სიმართლე და რეალობა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით,…