456 მოთამაშე $4,56 მლნ-ის მოსაპოვებლად — Squid Game-ის რეალითი შოუ იწყება (ტრეილერი)
ფოტო: Netflix
456 ადამიანი ერთმანეთს თამაშში სოლიდური ფულადი პრიზის მოსაპოვებლად უპირისპირდება. რა გაგახსენდათ? რა თქმა უნდა, ნეტფლიქსის უსაზღვროდ პოპულარული სამხრეთკორეული სერიალი Squid Game (კალმარის თამაში), რომელმაც 2021 წელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მიაჯაჭვა ეკრანებს.
ახლა კი, იგივე სტრიმინგ პლატფორმა სერიალის მიხედვით გადაღებული რეალითი შოუს ჩვენებას იწყებს. Squid Game: The Challenge (კალმარის თამაში: გამოწვევა) 456 მონაწილეს სატელევიზიო სივრცეში უპრეცედენტოდ მაღალი ფულადი ჯილდოს, $4,56 მილიონის, ხელში ჩასაგდებად გააერთიანებს.
სანამ 22 ნოემბრიდან შოუს ჩავუსხდებოდეთ, მანამდე შეგვიძლია პირველ ტრეილერს შევავლოთ თვალი.
ცხადია, რეალითი შოუ სერიალივით ბრუტალური არ იქნება, თუმცა, გადაცემაში ანალოგიურ თამაშებს ვიხილავთ. სწორედ ამიტომ, გადასაღებ მოედანზე მონაწილეებს სამედიცინო დახმარების გაწევაც კი დასჭირდათ.
შოუში მონაწილეობის მსურველების ძიება ნეტფლიქსმა 2022 წლის ზაფხულში, მთელ მსოფლიოში დაიწყო. 456 შერჩეული მოთამაშით კი Squid Game: The Challenge რეალითი ტელეშოუების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტადაც მიიჩნევა.
კალმარის თამაშმა 2021 წლის შემოდგომაზე, გამოსვლიდან 25 დღეში, რეკორდი დაამყარა და 111 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა. მართალია, ეს სტატუსი მალევე ჩამოართვა სხვა სამხრეთკორეულმა სერიალმა (Hellbound), მაგრამ Squid Game პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს.
სერიალში სიუჟეტი იმ ადამიანების გარშემო ვითარდება, რომლებიც უფულობის გამო სასიკვდილო თამაშში ერთვებიან. აქ საბავშვო თამაშები სისხლიან შეჯიბრებადაა ქცეული, თუმცა საპრიზო თანხა მონაწილეებს თამაშის დატოვების ცდუნებას აძლევინებს.
კალმარის თამაშის რეჟისორს მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2008 წელს გაუჩნდა, თუმცა, სანამ შეთავაზებას ნეტფლიქსი დათანხმდებოდა, სერიალის გადაღებაზე მას უარს 10 წლის განმავლობაში ეუბნებოდნენ.
Squid Game-ის მეორე სეზონს 2024 წელს ვიხილავთ.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები