ეს 15 ფოტო გიჩვენებს, როგორ ებრძვიან ჰავაიში გამანადგურებელ ხანძარს
00წაკითხვა00კომენტარი00გაზიარება
ჰავაის კუნძულებზე ხანძარი 8 აგვისტოს დაიწყო, ტყის ხანძრის ეპიცენტრი მაუის რეგიონია, სადაც პატარა ქალაქი ლაჰაინა თითქმის მთლიანად განადგურდა. ხანძრები დაახლოებით 2170 ჰექტარზე გავრცელდა და 2200-მდე შენობა გაანადგურა, მათ შორის, ძირითადად, საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საავადმყოფოები, რომელთა აღდგენასაც ხელისუფლების თქმით, დაახლოებით $6 მილიონი დასჭირდება. ხანძარს ამ დრომდე 96 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულებიც.
ნახეთ ფოტოები ეპიცენტრიდან:
1. ხანძრის პირველ დღეს ქალაქ ლაჰაინას ეკლესია და სასაფლაო იწვის, 8 აგვისტო
2. ქალაქი ლაჰაინა ტყის ხანძრების დაწყებიდან მეორე დღეს, 9 აგვისტო
3. ხალხმრავლობა კაჰულუის აეროპორტში, როცა ადამიანები ჰავაიდან გაღწევას ცდილობდნენ, 9 აგვისტო
4. ხანძრის შედეგად დამწვარი ტყე და მანქანები, 10 აგვისტო
5. კაცი თავის გადარჩენილ ნივთებთან ერთად გადამწვარ ქალაქში, 10 აგვისტო
6. ხანძრის შემდეგ დამწვარი და გადარჩენილი სახლები, 10 აგვისტო
7. ქალი თავისი მეგობრის სახლის ნანგრევებში მის კატას ეძებს, 10 აგვისტო
8. ხანძრის შემდეგ დამწვარი ქალაქი, 11 აგვისტო
9. ოჯახს ნივთები მიაქვს ნათესავებისთვის, რომელთაც სახლები დაეწვათ, 11 აგვისტო
10. ქალმა დამწვარ სახლში იპოვა ზარდახშა, რომელშიც დედის ფერფლს ინახავდა, 11 აგვისტო
11. მოხალისეებს დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთები და საკვები გადააქვთ, 12 აგვისტო
12. ყუთი დამწვარ ქალაქში წარწერით: "წყალი", 12 აგვისტო
13. თვითმფრინავს დაზარალებულებისთვის დამწვარ რეგიონში წყალი მიაქვს, 13 აგვისტო
14. ლაჰაინაში ეკლესიის გადაწვის გამო გარდაცვლილებისთვის წირვა კაფეში ჩატარდა, 13 აგვისტო
15. ერთ-ერთ დამწვარ სახლში აუზის ამოშრობის გამო თევზები დაიხოცნენ
კომენტარები