ვახტანგ გომელაური

13 Aug. 2023, 17:51

პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპული ოჯახების მიმართ, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ნამდვილად. 

ჩართულია პირველივე საათებიდან, ესე ვიტყოდი, სამაშველო სამსახური, პოლიცია ადგილობრივი, თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო მალევე, ბატონი პრემიერის დავალებით. ყველა სამსახური, ინფრასტრუქტურა, ტექნიკა მუშაობს. მაქსიმალურს აკეთებენ, რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, ასევე ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. 

თითქმის 60%, ჩამოშლილი მიწის მასა რაც არის, უკვე შემოწმებულია, რამდენიმე დღე დასჭირდებათ ალბათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს და მერე გადაერთვება ალბათ უკვე ლოკალურ სამუშაოზე. 

ვერტმფრენებს რაც შეეხება, ვერტმფრენები ჩამოვიდა, დაახლოებით, 3 საათში. ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი, არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე, მას მომზადება სჭირდება. იყო მეორე მერე — ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყო ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს, შუაში, სადაც იყო 70 ადამიანი, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს, ფერდობზე, იქ ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ. 

რაც შეეხება რატომ არ დაფრინავდნენ ღამე, ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ. თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ესე რომ ვთქვათ, და თუ ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ გარისკონ პილოტებმაც, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული. არ შეიძლება უბრალოდ, რომ თუ შეიძლება დილით გამოვიყვანოთ ადამიანები, გავრისკოთ და ვერტმფრენი დავღუპოთ ან პილოტები დავღუპოთ. უსაფრთხო ადგილას იყვნენ, არ იყო საჭირო, რომ გაერისკათ პილოტებს, შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. 



კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა

იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის — "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" — ჩვენება და დისკუსია…