რა თქვა სტიქიის ზონაში მყოფმა ღარიბაშვილმა — მოკლედ
რატომ არის მნიშვნელოვანი: მეწყერი შოვში გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა პრემიერმინისტრი კი მხოლოდ დღეს გამოჩნდა.
- ის გუშინ შექმნილ საგანგებო შტაბში შევიდა და შეხვედრა გამართა ისე, რომ არც შესვლამდე და არც გამოსვლისას მედიასთან არ უსაუბრია.
- მთავრობის ადმინისტრაციის ფეისბუქგვერდზე, რომელიც გუშინდელი მოვლენების ფონზე 20 საათი არაფერს წერდა, პრემიერის რაჭაში ჩასვლის ფოტო-ვიდეო მასალა გამოჩნდა.
დეტალები: საგანგებო შტაბიდან გასვლის შემდეგ პრემიერმინისტრი მედიასთან დაბრუნდა და კომენტარი გააკეთა.
- საუბრის დასაწყისში მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახის წევრებს: "მე მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც საუბედუროდ ამ დიდი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ. კიდევ ერთხელ ვიზიარებ მათ მწუხარებას, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და მთელი ერი, რა თქმა უნდა, არის გაერთიანებული ამ დიდი ტრაგედიის გარეშემო".
- ამის შემდეგ კი ისაუბრა იმაზე, რომ ოპერაციაში 400-ზე მეტი მაშველია ჩართული და 210 მოქალაქე გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან უვნებლად.
- "მანამდე ღამე ჩვენს პოლიციას, სამაშველო სამსახურს ჰქონდა მაქსიმალური მობილიზაცია ადგილზე. არცერთი მოქალაქე, რომელიც სტიქიის ზონაში იყო, არ იყო დატოვებული უყურადღებოდ. კიდევ ერთხელ მინდა, გმირ მაშველებს მადლობა გადავუხადო", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრმა მე-7 ცხედრის პოვნა დაადასტურა. სავარაუდოდ, საუბარია იმ ქალზე, რომლის დაღუპვის შესახებაც მთის ამბები წერდა.
-
განაცხადა, რომ მაშველებთან ერთად სამძებრო პროცესში თავდაცვის ძალები თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩაერთვებიან.
-
"ძალიან მძიმე ვითარებაა, სამწუხაროდ, 30-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. თუმცა, ვნახოთ, დაველოდოთ შედეგებს, მიდის აქტიური სამუშაოები. [...] უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და სამწუხაროდ, პრაქტიკულად მთლიანად არის დაფარული კოტეჯების ნაწილი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
- მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები დღეს და შაბათ-კვირას გაგრძელდება და გლოვის დღედ ორშაბათი გამოცხადდება.
- "ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი, ძალიან არასერიოზულია. ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში, ყველანი გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის", — ასე დაასრულა საუბარი პრემიერმინისტრმა.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, სამაშველო ვერტმფრენებზეც და იმაზე, რა ისწავლეს წინა ტრაგედიებიდან. პასუხად პრემიერმა ჟურნალისტები გალანძღა და შეურაცხმყოფლად მოიხსენია.
- "არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი დღეს, მაგრამ დღეს ვისმენთ. მე, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს იმ ხელმოცარულ პოლიტიკოსებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მაგრამ თქვენ პირადად, თქვენი ტელევიზია (TV პირველი) და სხვა ტელევიზიები, მთელი დღის განმავლობაში, როცა გვყავს გარდაცვლილი მოქალაქეები, ტრაგედიაა, როცა ოჯახის წევრები ვერ პოულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ამორალურ ქმედებას ეწევით", — განაცხადა მან.
- ამ დროს ჟურნალისტები ჩაეკითხნენ, რას გულისხმობდა, რასაც ასე უპასუხა: "ინფორმაციას ატყუებთ მოსახლეობას, თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე, მე გთხოვთ, რომ ასეთ დროს მაინც შეიკავოთ თავი".
- ჟურნალისტები იმეორებდნენ, რომ შეეძლოთ მისი ციტატის მაგალითად მოყვანა, თუმცა ღარიბაშვილი ყურადღებას არ ამახვილებდა. შემდეგ კი ასე გააგრძელა:
- "თქვენ ან პრობლემა გაქვთ სერიოზული ან გაგების ინფორმაციის. უფრო მეტი პრობლემა გაქვთ მე მგონი, თქვენ 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის, ხალხის დაზაფვრის".
- კითხვაზე, რატომ არ თხოვეს დახმარება მეზობელ ქვეყნებს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამის საჭიროება არ იყო.
არქივიდან: სამაშველო ვერტმფრენების არსებობის აუცილებლობაზე წლებია საუბრობენ, გუდაურის ტრაგედიის შემდეგ კი ეს საკითხი უფრო განხილვადი გახდა.
- ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მიუთითებდა, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურს, უნდა ჰქონდეს სპეციალური ვერტმფრენები და საზღვაო პოლიციის საკუთრებაში არსებულის გამოყენება არ უნდა უწევდეს.
-
გარდა ამისა, არაერთხელ გახდა კრიტიკის საბაბი ისიც, რომ უწყება არ იყენებს ექსპრეზიდენტის დროს შეძენილ ძვირადღირებულ ვერტმფრენს.
-
პასუხად სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ეს ვერტმფრენი სათანადოდ არ არის აღჭურვილი.
- 2022 წლის 29 აგვისტოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ვახტანგ გომელაურის უწყება აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე.
- "მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტისთვის იქნა შეძენილი წინა მთავრობის დროს და რამდენიმე ათეული მილიონი ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი, მეგობრებო", — თქვა პრემიერმინისტრმა.
- "რა თქმა უნდა, ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ, ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო ოპერაციებში და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა უკვე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული", — ამბობდა ის.
- სწორედ ამ საკითხზე ამახვილებდნენ ყურადღებას ჟურნალისტები.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები