ირაკლი ღარიბაშვილი

29 Aug. 2022, 14:30

ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყება ახლა აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია, კარგ მდგომარეობაშია, ჩვენ ამას ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ამის თაობაზე განხილვა გვქონდა.

მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტისთვის იქნა შეძენილი წინა მთავრობის დროს და რამდენიმე ათეული მილიონი ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი, მეგობრებო.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ, ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო ოპერაციებში და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა უკვე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული.

სამაშველო ვერტმფრენების არსებობის აუცილებლობაზე წლებია საუბრობენ, გუდაურის ტრაგედიის შემდეგ კი ეს საკითხი უფრო განხილვადი გახდა. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მიუთითებს, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურს, უნდა ჰქონდეს სპეციალური ვერტმფრენები და საზღვაო პოლიციის საკუთრებაში არსებულის გამოყენება არ უნდა უწევდეს. გარდა ამისა, არაერთხელ გახდა კრიტიკის საბაბი ისიც, რომ უწყება არ იყენებს ექსპრეზიდენტის დროს შეძენილ ძვირადღირებულ ვერტმფრენს. პასუხად სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ეს ვერტმფრენი სათანადოდ არ არის აღჭურვილი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან

ხელოვნური ინტელექტი (AI) სხვა ყველაფერთან ერთად ბიოლოგიის გარდატეხასაც გვპირდება. AI-ს პრაქტიკული გამოყენების…