ზენდეია

2 Aug. 2023, 15:12

სიტყვები ვერ გადმოსცემს ანგუსის უსასრულო სილამაზეს. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ სიცოცხლეში მომეცა შანსი, ის გამეცნო, მისთვის ძმა დამეძახა, მენახა მისი თბილი, კეთილი თვალები და ნათელი ღიმილი და მისი გადამდები სიცილისთვის მომესმინა (ამის გახსენებაზე ახლაც მეღიმება).

ვიცი, რომ ადამიანები ხშირად იყენებენ ამ ფრაზას, რათა აღწერონ ადამიანი, რომელიც უყვართ — "ნებისმიერი ოთახის განათება შეეძლო, რომელშიც შევიდოდა", მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ანგუსს ეს ყველაზე უკეთ გამოსდიოდა. მინდა, ის ასე მახსოვდეს. იმ უსაზღვრო სინათლის, სიყვარულისა და სიხარულისთვის, რომელსაც ყოველთვის გვაძლევდა, ყოველი წამი მემახსოვრება.

ჩემი გული ამ რთულ დროს მის დედასთან და ოჯახთანაა. გთხოვთ, კეთილები და მომთმენები იყავით, რადგან მწუხარებას ყველა განსხვავებულად გამოხატავს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
  2. 12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)
  3. ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
  4. ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
  5. HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ