ირაკლი კობახიძე

25 Jul. 2023, 13:00

სინამდვილეში, თქვენ ამტკიცებთ აბსურდს. უამრავი ადამიანი ტრიალებს საჯარო სივრცეში, მათ შორის, შეიძლება, დაემთხვეს, რომ იქ იყო სუს-ის თანამშრომელი, პოლიციის თანამშრომელი, შეიძლება, ჯარისკაცი იყოს. შეიძლება, იყოს ნებისმიერი მოქალაქე. [...] ადამიანი [გიორგი მუმლაძე] ამბობს, რომ კონკრეტულ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ სხვა ვერსია განავითაროთ, რისთვისაც არ გაქვთ არანაირი ხელმოსაჭიდი საფუძველი. [...] მიმართეთ გამოძიებას და მიიღეთ პასუხები.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. 5 ივლისს ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძეა. მათივე ინფორმაციით, მუმლაძე ბოლომდე ესწრებოდა თავდასხმის პროცესს და მეწყვილესთან ერთად ყველაზე ბოლომ დატოვა შემთხვევის ადგილი.

სუს-ში ამბობენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ