ფესტივალის ჩაშლის გამო პრეზიდენტმა შსს და მმართველი გუნდი გააკრიტიკა და ვალდებულებები შეახსენა — დეტალები
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
რა მოხდა: ალტინფოს დაორგანიზებული ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფები სასულიერო პირებთან ერთად დღეს ვაჟა ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით თბილისი პრაიდის საფესტივალო ტერიტორიაზე ავიდნენ.
- ისინი დაუფარავად აჟღერებდნენ დანაშაულებრივ მოწოდებებს და ამბობდნენ, რომ დახურულ ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიების ჩაშლას აპირებდნენ.
- გზაშიც და საფესტივალო ტერიტორიასთანაც მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფები ლისის ტბამდე დაუბრკოლებლად ავიდნენ.
- ამის შემდეგ მათ არაერთხელ გაარღვიეს პოლიციის კორდონი.
- ადგილზე სპეცრაზმიც გამოჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად მოძალადეები წინ მიიწევდნენ და საბოლოოდ, საფესტივალო ტერიტორიამდე მივიდნენ.
- თბილისი პრაიდის გუნდს ტერიტორიის დატოვება მოუწია.
- ფესტივალი ჩაიშალა — ორგანიზატორებმა მოუწოდეს სტუმრებს, აღარ ავიდნენ ლისზე, რადგან იქ ყოფნა უსაფრთხო არ არის.
- მოძალადეები ტერიტორიაზე შეიჭრნენ, დაარბიეს და დაწვეს დროშები და სტენდები, გაძარცვეს ბარები და მოიპარეს პირადი ნივთები.
დეტალები: მოგვიანებით პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის.
- შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თავის მართლება სცადა და უსაფრთხოების ვერდაცვა გაშლილ სივრცეს და ხალხის რაოდენობას დააბრალა.
- მისი მტკიცებით, დილიდან მობილიზებული იყო ყველა საჭირო დანაყოფი, ვისაც ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება.
- ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ გადაკეტეს გზები და არ მიიღეს შესაბამისი პრევენციული ზომები, მან არ უპასუხა.
- დარახველიძემ არ უპასუხა არც იმ კითხვას, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ტერიტორიაზე ჰყავდათ აყვანილი.
- პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აზრით, პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება.
- პრაიდის ფესტივალის ჩაშლის შემდეგ მისმა თანაგუნდელმა, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ მოძალადეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ჰომოფობიურ პოსტში კმაყოფილება გამოხატა.
საქართველოს პრეზიდენტმა მომხდარი დაგმო, შსს და მმართველი გუნდი გააკრიტიკა და ვალდებულებები შეახსენა.
- "დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა, ერთის მხრივ აზრის გამოხატვის უფლება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციის მე-17 მუხლი და შეკრების თავისუფლება, ეს არის 21-ე მუხლი. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, სამართალდამცავებთან ადგილისა და პირობებით შეთანხმებული ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება. რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული, ამდენად ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული", — ასე დაიწყო პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა.
- ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, რითიც შსს-ს განცხადებას უპასუხა.
- "ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს", — აღნიშნა მან.
ზურაბიშვილმა ისაუბრა მმართველი გუნდის წევრების წაქეზებულ ძალადობასა და მათ პასუხისმგებლობაზე.
-
"აქ კიდევ უფრო საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნება სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც, როგორც დღეს ვნახეთ", — განაცხადა მან.
-
"ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ, ახლა რაც მოვისმინეთ განცხადებებს, იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც ევალებათ პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვა, პარლამენტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და ჩემი მარცხენა სხვა რამეს აკეთებს", — დაამატა პრეზიდენტმა.
-
მისი შეფასებით, კონტრაქციების წაქეზებით და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე.
-
"მე მინდა დღეს მოვუწოდო პირველ რიგში შსს-ს, რომ აღკვეთოს და აღკვეთოს რეალურად ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ჰქვია სამართალის დაცვა", — შეახსენა მან უწყებას.
-
ასევე მოუწოდა მმართველ გუნდს, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება.
-
"ეს მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომელიც არის სრულიად გაკონტროლებული", — განაცხადა პრეზიდენტმა.
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
-
ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება
გადახედვა
კომენტარები