აშშ-ში მეხანძრემ სახანძრო სადგურზე დატოვებული ჩვილი იშვილა
ფოტო: 10 Tampa Bay
ფლორიდის ერთ-ერთ სახანძრო სადგურზე დატოვებული ახალშობილი მეხანძრემ იშვილა. მისი თქმით, ღამის ცვლაში მუშაობისას დაახლოებით 2 საათზე განგაში გაიგონა, რომელიც იტყობინებოდა, რომ სადგურის Safe Haven Baby Box-ში პირველი ახალშობილი დატოვეს.
Safe Haven Baby Box აშშ-ს სამაშველო სადგურებზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს და იმისთვისაა შექმნილი, რომ მათ, ვისაც ბავშვის მოვლა არ შეუძლიათ, ისინი უსაფრთხოდ და ანონიმურად დატოვონ.
მეხანძრემ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, თავიდან ჩათვალა, რომ სადგურზე ცრუ განგაში იყო, თუმცა შემდეგ ყუთში ვარდისფერ საბანში გახვეული ბავშვი იპოვა.
"ხელში პატარა ბოთლი ეჭირა და თავისთვის იწვა, არ ტიროდა. ამოვიყვანე და დავარწიე, მაგ მომენტის შემდეგ მიყვარს", — აღნიშნავს ის.
მეხანძრე ჰყვება, რომ მას და მის ცოლს ბავშვი 10 წელზე მეტია უნდათ და შვილად აყვანის რიგშიც იდგნენ, ამიტომ, როდესაც ახალშობილი საავადმყოფოში დატოვა, თან წერილიც დაურთო, სადაც ითხოვდა, ბავშვი მისთვის მიეშვილებინათ. წერილში, რომელიც ბავშვის საბანში დატოვა, მეხანძრემ მისი და მისი ცოლის ისტორია და კოორდინატები ჩაწერა. მისი თქმით, მეუღლისთვის მაშინვე არ დაურეკავს, რადგან გვიან იყო, თუმცა იცოდა, რომ დასთანხმდებოდა.
"დავწერე, რომ შვილად აყვანის ოფიციალურ რიგში ვიდექით, ერთადერთი, რაც გვჭირდებოდა, ბავშვი იყო", — ამბობს მეხანძრე.
ის იმასაც ჰყვება, როგორ მოუყვა ცოლს მომხდარის შესახებ და იხსენებს, როგორ დაიწყო ქალმა ტირილი.
"ყველაზე მეტად რისაც მეშინოდა, ის იყო, რომ წერილი, რომელიც დავტოვე, სადმე დაიკარგებოდა და ბავშვს წაიყვანდნენ. ძალიან სტრესული რამდენიმე დღე იყო", — აღნიშნავს ის.
ოჯახს ბავშვი 2 დღის შემდეგ მიუყვანეს და მათთან რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა, სანამ ოფიციალურად აიყვანდნენ. მეხანძრის თქმით, მისთვის ჯერ კიდევ დაუჯერებელია, როგორ იპოვა შვილი, რომელსაც წყვილმა ზოი დაარქვა.
"ვიცით, რომ ეს ბავშვი მის ოჯახს ძალიან ეყვარება და გახარებულები ვართ, რომ ახალშობილებს მიტოვებისგან ვიცავთ", — ამბობს Safe Haven Baby Boxes-ის დამფუძნებელი მონიკა კელსი.
დღესდღეობით აშშ-ში სულ მსგავსი 148 Safe Haven Baby Box მოქმედებს და მისი წყალობით უსაფრთხო თავშესაფარი დაახლოებით 31-მა ბავშვმა მიიღო.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები