აშშ-ში 66 წლის ქალი მაშველი გახდა, რადგან აუზი კადრის არყოლის გამო ვერ იხსნებოდა
ფოტო: ABC News
ოჰაიოელმა 66 წლის გეილ როჯერსმა გადაწყვიტა, რომ ასაკი ახალი პროფესიის დაუფლებაში ხელს ვერ შეუშლიდა, როდესაც დაინახა, რომ მის ქალაქში საცურაო აუზი მაშველის არყოლის გამო ვერ იხსნებოდა. ყოფილმა IT კონსულტანტმა და ასევე ქალაქის გამგეობის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, სამეზობლოს პრობლემა თავადვე გადაეჭრა და ეს საქმე საკუთარ თავზე აიღო.
"ვიფიქრე, 60-იან წლებში მაშველობასთან დაკავშირებული ტრენინგები გავლილი მაქვს, იქნებ, ახლაც გამომივიდეს-მეთქი", — ამბობს ბებია როჯერსი Good Morning America-სთან.
მართალია, გეილს ახალგაზრდობაში სამაშველო წვრთნები გავლილი ჰქონდა, თუმცა ამ პროფესიით არასდროს უმუშავია, ამიტომ უნარების დახვეწა არ აწყენდა. 3 შვილიშვილის ბებიამ საკმაოდ რთული ფიზიკური გამოცდა ჩააბარა და სრული წვრთნაც გაიარა, რის შემდეგაც აუზის მაშველად ოფიციალურად დანიშნეს.
"ახლა ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულია. ჩემ დროს მაშველი დიდად არაფერს აკეთებდა, მხოლოდ სკამზე იჯდა, ერთი-ორჯერ სასტვენს თუ ჩაბერავდა ან გეტყოდა, სირბილი შეწყვიტეო. არც სპეციალური საცურაო კამერა ჰქონდათ, არც გასაბერი ჟილეტები, მხოლოდ სასტვენი. ასე რომ, უფრო პოლიციის როლს ასრულებდნენ, სხვა არაფრის", — აღნიშნავს როჯერსი.
აუზის მენეჯმენტის პრეზიდენტი, ჯეფ ბლუმი ამბობს, რომ ამ ასაკის ადამიანები სამსახურის დასაწყებად იშვიათად მიმართავენ, ამიტომ როცა ასეთი შემთხვევა ხდება, ცდილობს მათ ხელი მაქსიმალურად შეუწყოს. მისი თქმით, გეილისთვის ეს სამსახური არა უბრალოდ სამუშაო, არამედ პირველ რიგში, ახალი გამოცდილებაა, რაც საქმის კეთებისას ყველაზე მნიშვნელოვანია.
"ჩემი აზრით, ამ სამსახურთან დაკავშირებით გარკვეული სტიგმები არსებობს, მაგალითად, რომ არ გამოუვათ ან რომ მსგავსი სამუშაო მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა [...] მაგრამ ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს სამსახური მართლაც სურთ, საჭირო უნარების შეძენაში დავეხმაროთ", — აცხადებს ბლუმი.
ბებია როჯერსი სამუშაოთი ძალიან ბედნიერია და ამბობს, რომ ბავშვებისა და მათი მშობლების ყურება, რომლებიც აუზში ერთად თამაშობენ და მზეს ეფიცხებიან, იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
კომენტარები