გალაქტიკის უსწრაფესი ვარსკვლავები — ასტრონომებმა ციური სხეულების ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა უსწრაფესად მოძრავი ვარსკვლავების ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს. მათ შორის არის ყველაზე სწრაფი, რომლის მსგავსიც აქამდე არასდროს დაუფიქსირებიათ.
ეს არის თეთრი ჯუჯა, სახელად J0927, რომელიც საათში 8 22 6967 კილომეტრს ფარავს. მას ჰიპერსიჩქარიან ვარსკვლავს ეძახიან. მომავალში J0927 ირმის ნახტომის გრავიტაციულ ძალასაც გაექცევა.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი სწრაფი ციური სხეულები ვარსკვლავების აფეთქებიდან ჩნდება. თუმცა, მხოლოდ ვარსკვლავის აფეთქება საკმარისი არ არის ასეთი სიჩქარის ასაკფრეფად. ეს ზეახალის აფეთქებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
"თუ ზეახალის აფეთქება ვარსკვლავების აჩქარებასთან არის დაკავშრებული, ჩვენს გალაქტიკაში ჰიპერსიჩქარიანი 10 მილიონი ციური სხეული უნდა იყოს", — ამბობენ ასტრონომები.
საკითხში უკეთ გასარკვევად მეცნიერებმა ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავები უკეთ უნდა შეისწავლონ.
კვლევა arXiv-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები