შალვა პაპუაშვილი

25 May. 2023, 20:08

ჩვენ ვიცით, ვინ ვართ ჩვენ, რას ვაკეთებთ, ეს იცის ჩვენმა ხალხმა, ამას უჭერს ჩვენი ხალხი მხარს. ბოლო შუალედურ არჩევნებზე დადასტურდა, რომ ჩვენი ხალხი უჭერს ჩვენს პოლიტიკას მხარს. უკრაინის ზოგიერთი ჩინოსნის განცხადებას რაც შეეხება, ამაზე უფრო ცუდი, უხეში განცხადებებიც გვსმენია. პირადად მე ამაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ეს ომი დასრულდება, ეს ომი უნდა დასრულდეს უკრაინის გამარჯვებით და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გვექნება ყველაფერზე საუბარი, რომ ამ დროს, ამ კრიზისულ პერიოდში ზოგიერთი უკრაინელი ჩინოვნიკი რატომ ექცეოდა ასე ქართველ ხალხს. [...] ბიძინა ივანიშვილიც არის ქართველი ხალხის ნაწილი და საქართველოს მოქალაქეა.

ჩვენ, ყველა ვართ სოლიდარული უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ და ამ სოლიდარობის ფონზე, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რასაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან ვხედავთ. ეს ომი დასრულდება, დასრულდება უკრაინის გამარჯვებით, მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენ გვექნება საუბარი ამ პოლიტიკოსებთან, რატომ იყვნენ დაკავებულები ქართველი ხალხის წინააღმდეგ ასეთი ნაბიჯებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური

27 სექტემბერს ტელეკომპანია "ფორმულამ" პროევროპულ აქციებზე დაკავებული არჩილ მუსელიანცის ციხიდან გამოგზავნილი წერილი…